ოჯახების დამანგრეველი - ლედი გაგამ სცენაზე თავის ნათლიმამას მისი ცოლის თვალწინ ტუჩებში აკოცა (ვიდეო)

ჯერ კიდევ არ დასრულებულა მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ლედი გაგა ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის დაშორების მიზეზი გახდა, მომღერალი ახალ სკანდალში გაეხვა.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ლედი გაგა დუეტის შესრულების დროს ბრაიან ნიუმენს ტუჩებში კოცნის, კონცერტს კი მუსიკოსის ცოლიც ესწრებოდა.

ბრაიანსა და ლედი გაგას მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. როდესაც დამეგობრდნენ, მაშინ გაგა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომღერალი ბრაიანის შვილის ნათლიაა - წერს გამოცემა People. ერთი შეხევდით თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბრაიანი უკვე ექვსი წელია, რაც დაოჯახებულია და თან ლედი გაგასთან ფარული რომანის გამო ბრედლი კუპერს ირინა შეიკი დაშორდა, როგორც ჩანს, ოსკაროსანი მომღერალი გატაცებულია ცოლიან მამაკაცებთან ფლირტით და ეს მის საყვარელ საქმიანობად იქცა.

თუმცა, ლედი გაგას ფანები ყველა სიტუაციიდან პოულობენ გამოსავალს და ამჯერადაც ასე მოხდა - მათი მტკიცებით, ეს კოცნა შოუს ელემენტი იყო, რადგან მომღერალს ძალიან უყვარს თავის გამოსვლაში ექსტრავაგანტული ქმედებები და მხოლოდ ამაზეა ორიენტირებული.

კომენტარი