სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე ემშვიდობებიან დონა ბარბარას, სანტოსი, მარისელა და "პროსტა" მარია - ედიტ გონსალესი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

ასე ემშვიდობებიან დონა ბარბარას, სანტოსი, მარისელა და პროსტა მარია - ედიტ გონსალესი, გუშინ, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამ უბედური ამბავის შემდეგ, სერიალის მსახიობებმა, კრისტიან მეიერმა, ვიქტორია რუფომ და გენის როდრიგესმა ინსტაგრამზე გამოსამშვიდობებელი წერილები გამოაქვეყნეს და ედიტ გონსალესთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოფინეს.

ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი მექსიკელი მსახიობი ედიტ გონსალესი, კიბოს დიაგნოზი 2016 წელს დაუდგინეს.

ედიტ გონსალესმა პოპულარობა თინეიჯერობის ასაკში მოიპოვა, თუმცა საქვეყნო აღიარება ტელევისას სერიალმა "ველური გული" და მისმა როლმა "მონიკა" მოუტანა.

მსახიობს საერთო ჯამში 70-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული, მათ შორის კი ერთ-ერთი გამორჩეული 2008 წელს გადაღებული ტელემუნდოს სერიალი "დონა ბარბარა" იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100