სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალექსანდრა პაიჭაძე - "მებრალება ყველა, ვინც სხვის აზრზეა დამოკიდებული. ჩემთვის ასეთი ადამიანები ნაადრევად დამპალ ნედლეულს გვანან"

მსახიობმა, მოდელმა და მოცეკვავემ ალექსანდრა პაიჭაძემ საკმაოდ თამამი პოსტი გამოაქვეყნა ინსტაგრამზე, რომელიც ბევრისთვის არც თუ ისე სასიამოვნო წასაკითხი იქნება.

"მებრალება ყველა, ვინც სხვის აზრზეა დამოკიდებული და სხვისი კომფორტისთვის ცხოვრობს... ჩემთვის ასეთი ადამიანები ნაადრევად დამპალ ნედლეულს, ნეშომპალას გვანან... დედამიწა რამხელაა და რამდენი კარგის დანახვა და გაფიქრება შეუძლია ადამიანს და ამის მიუხედავად, მაინც ცუდზე და უარესზე აქვს უამრავს აქცენტი, ხოდა შეცვალეთ მიდგომა სანამ დროა, სანამ სხეული და სული დაგიბერათ ასეთმა ფიქრებმა.... ფიქრი მატერიალიზდება, როგორც რესტორანში არიცის მიმტანმა შენ რა გინდა, სანამ არ შეუკვეთავ, ისე არ იცის ამ სამყარომ, რა გჭირდება, სანამ კარგად არ დაფიქრდები და იტყვი... ასე რომ, გისურვებთ მხოლოდ კარგი გეთქვათ და აგხდენოდეთ...." - დაწერა მოდელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100