ჯასტინ ტიმბერლეიკმა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო

ცნობილი ამერიკლი პოპ-მუსიკოსი ჯასტინ ტიმბერლეიკი მეცნიერებათა დოქტორი გახდა. 38 წლის მუსიკოსმა, ისევე, როგორც მისმა კოლეგამ მისი ელიოტმა, საპატიო ტიტული ბერკლის პრესტიჟული უნივერსიტეტის მუსიკალური კოლეჯის გახსნისას მიიღო. ეს პატივი ტიბერლეიკსა და ელიოტს " მუსიკის ინდუსტრიაში შეტანილი გრძელვადიანი გლობალური წვლილისთვის" ერგოთ.

საზეიმო ცრემონიალზე ორივე მუსიკოსმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა.

"არც ერთი ოცნება და მიზანი არ არის მიუღწეველი. არ დანებდეთ და გზა განაგრძეთ, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოთ, ხომ ხედავთ, მე უკვე მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მაქვს" - აღნიშნა ტიმბერლეიკმა სიტყვით გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ ამ წელიწადში Missy Elliott გახდა პირველი შავკანიანი ქალი რეპერი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო, როგორც სიმღერების ავტორმა.

კომენტარი

×