მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ვაჟის მშობლები გახდნენ

6 მაისს სამეფო ოჯახის გულშემატკივრებს დიდი ხნის ნატვრა რეალობად ექცათ - პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ვაჟი შეეძინათ.

მშობიარობის დროს პრინცი თავისი მეუღლის გვერდით იყო, მოგვიანებით კი კომენტარიც გააკეთა:

"პირველად დავესწარი მშობიარობის პროცესს და ეს ძალიან ამაღელვებელი და საოცარი მომენტია. ნებისმიერი მამა იტყვის, რომ თავისი შვილი განსაკუთრებულია, მაგრამ ჩემი ბავშვის გამო სიკვდილისაც კი არ მეშინია" - განაცხადა ჰარიმ.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მემკვიდრის გაჩენასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება სამეფო ოჯახის წარმომადგენელმაც გააკეთა სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ დედოფალი ელიზაბეტ II, მისი მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი, ასევე პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, ლედი ჯეინ ფელოუზი, გრაფი სპენსერი და სარა მაკორკოდეილი მოხარულნი არიან კიდევ ერთი მემკვიდრის დაბადებით.

მეგან მარკლის დედა დორია რეგლანდი ქალიშვილის მშობიარობის დროს ფროგმორ-ჰაუსში სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა და მოუთმენლად ელოდა შვილიშვილის დაბადებას.

კომენტარი