სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტნი სპირსმა მუსიკალური კარიერის დასრულება გადაწყვიტა

პოპულარულმა მომღერალმა ბრიტნი სპირსმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა მამის ავადმყოფობის გამო, გადაწყვიტა მუსიკალური კარიერა დაესრულებინა.

ამ ინფორმაციას შოუ-ბიზნესის მიმომხილველი რობ შუტერი ავრცელებს:

"გარშემომყოფები ძალიან უჭერენ ბრიტნის მხარს და არ ფიქრობენ იმაზე, თუ რამდენ ფულს დაკარგავს ის. სპირსს იმაზე მეტი ფული აქვს, ვიდრე ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაკარგავს და ახლა იმის ძიებაშია, რასაც ფულით ვერ იყიდის" - აღნიშნა შუტერმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ჟურნალ Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების რეიტინგში ბრიტნი ათეულში მოხვდა. მისი წლიური შემოსავალი 34 მილიონი დოლარია.

ბრიტნის ფსიქიკური პრობლემები აქამდეც ჰქონია - 2007 წელს განქორწინებით გამოწვეული სტრესისგან მას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა. ამჯერად კი მამი ავადმყოფობის გამო მეორედ მოხვდა იქ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100