სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტნი სპირსი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა

პოპულარული ამრიკელი მომღერალი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა და იქ 30 დღეს დაჰყოფს - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა TMZ იუწყება.

სპირსის მოზღვავებული სტრესის მიზეზი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელმაც ორი ოპერაცია გადაიტანა ნაწლავებზე, თუმცა დღითი დღე მდგომარეობა მაინც უარესდება. ცოტა ხნით ადრე მომღერალმა მის გამო ტურნე გადადო, რადგან მამაზე ნერვიულობა საშუალებას არ აძლევდა საკუთარ კარიერაზე ეფიქრა.

შეგახსენებთ, რომ 66 წლის ჯეიმი სპირსი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 2018 წლის ბოლოს მოხვდა და მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებს გადარჩენის იმედიც აღარ ჰქონდათ. ამჟამად, გადატანილი ოპერაციების შემდეგაც კი, მედიკოსებს უჭირთ იმის თქმა, რამდენად მოახერხებს სპირსი გამოკეთებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100