სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველა, ვინც მხვდება, მარიგებს ჭკუას..." - ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ახალ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დედა-შვილობაზე პატარა პოსტი დაწერა.

"რატომ არის ქალებში სულ ბრძოლა იმაზე ვინ უფრო კარგად ზრდის ბავშვს. აი ჩემი თვითონ იძინებს, აი ჩემი არ ტირის, აი მე ცალკე დავაწვიბე პირველი დღიდან. და რაც მთავარია, კაი ჯანდაბას იმარიაჟონ, მაგრამ ვაი და შენ სხვანაირად ზრდი ისე გკიცხავენ გეგონება ბებიაჩემი რომ არ აბლენდერებდა საჭმელს მაგიტომ ვერ გაიზარდა ჯერ დედაჩემი და მერე მე ნორმალური და ჯანმრთელი. კარგით რა ცოტა ნაკლები პათოსი და მეტი სიყვარული უნდა დავუთმოთ ბავშვს. ჩემ შვილს ჩემთან სძინავს, თავიდან სულ პატარა რომ იყო იწვა ლოგინში და ვიყვანდი ვაჭმევდი და უკან ვაწვენდი, მაგრამ მე ამეკვიატა ნერვიულობა რომ რამე არ მოუვიდეს და მე არ ჩამეძინოს, მოკლედ ნელ ნელა ჩემთან გადმოვიწვინე და ცოტა ამოვისუნთქე, რადგან პირველი სამი თვე მგონი არ მძინებია საერთოდ და გამოუძინებელი დაქანცული დედა არამგონია მაინც და მაინც სასარგებლო იყოს ბავშვისთვის. და ახლა რომ არ მოგატყუოთ ისე მომწონს რომ ღამე ვეხუტები და ვკოცნი, ერთი სული მაქვს საღამო დადგეს რომ ერთად დავიძინოთ, თან სანამ ვაჭმევ მიადვილდება. რა საკვირველია მუდამ არ იქნება ჩვენთან გადავაწვენ მალევე, მაგრამ შემარგონ ეს ცოტა ხანი. სულ მესმის- “ გაიზრდებიან, გაძაღლდებიან ვეღარც მოეფერები”. ამას იმიტომ ვწერ, ყველა ვინც მხვდება მარიგებს ჭკუას, არ შეიძლება ასე უნდა ქნა ისე. ამას რატომ აჭმევ ის მიეცი, ეს რატომ და ის რატომ არა. ვაიმე აცრა როგორ შეიძლება, ვაიმე აცრის გარეშე როგორ შეიძლება. მგონი ეს არის მთავარი მიზეზი რძალ-დედამთილ შორის უთანხმოებების. ადამიანები ვართ და აღზრდის მეთოდებზე ვერასდროს ვერ შეჯერდება ორი ქალი. ხოდა ხომ არ ჯობია პატივი ვცეთ ერთმანეთს და ჩვენთვის დავიტოვოთ ეს აზრები?! დედობა ისეთი საპასუხისმგებლო და რთული საქმეა, ისედაც საკმარისზე მეტი სტრესი მოზდევს თან, რომ კიდევ გარშემომყოფებმა განერვიულონ იმაზე რომ ყველაფერს არსწორად შვები. თუ დედები მკითხულობთ. გაითვალისწინეთ რჩევები მაგრამ არ დაკომპლექსდეთ. მთავარია გიყვარდეს და გაუფრთხილდე და იდეალური აღზრდა სულაც არ არის ბავშვის ბედნიერების გარანტი. დედობა ისეთი რთულია ერთ დღეს რომ გადააგორებ და არაფერს იტკენს ნაჭამია და ბედნიერი, ეს უკვე გმირობაა, არ ინერვიულოდ არაფერზე. თქვენს პატარას დანევროზებული დედა არ სჭირდება."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100