სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მომაჯადოვებელი ხმით "იქს-ფაქტორის" ფინალში ფურორი მოახდინა, "ურსას" სოლისტია და ხუთ ენას ფლობს - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ გიორგი ძოწენიძესთან

27 წლის მომღერალი გიორგი ძოწენიძე, ჯგუფ „ურსას“ სოლისტია. ნიჭიერი ახალგაზრდა ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისმა მომაჯადოვებელმა ხმამ ქართული საზოგადოება აღაფრთოვანა. ის სიმღერის პარალელურად სერიოზულ კომპანიაში მუშაობს და ამასთან ხუთ ენას ფლობს. გიორგი ამბობს, რომ მისი და „ურსას“ ყველაზე წარმატებული გამოსვა პროექტ „x-ფაქტორში“ იყო.

დრონი.ჯი ახალგაზდა მომღერალთან ინტერვიუს გთავაზობთ. ის პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.

- გიორგი შენ საკმაოდ პოპულარული ხარ შენი შემოქმედებით, თუმცა საზოგადოებამ პირადად შენზე ბევრი არაფერი იცის. დრონი.ჯი-ს მკითხველს მოუყევი შენს შესახებ.

- ვარ 27 წლის, დავამთავრე მეექვე სკოლა(გერმანული), სხვათაშორის ამ სკოლაში იყო ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „პატარა გეორგიკა“, სადაც მე ვცეკვავდი. ძალიან ბევრი „გასტროლი“ გვქონდა უცხოეთში. ერთ-ერთ გასტროლზე გზაში მომღერლები რომ მღეროდნენ მომინდა მეც ავყოლოდი და სიმღერის მასწავლებელმა სწორედ ამ მგზავრობისას აღმომაჩინა.(იცინის) 14 წლის ვიყავი როდესაც სიმღერა დავიწყე. შალვა ლორთქიფანიძე იყო ჩემი მასწავლებელი. შემდეგ მომივიდა ტრავმა, რადგან პარალელურად ფეხბურთასაც ვთამაშობდი და იძულებული გავხდი ცეკვასა და ფეხბურთა დავმშვიდობებოდი. სამაგიეროდ გავყევი სიმღერას და ასე დაიწყო ჩემი კარიერა.

ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში, მამაჩემს ძალიან უნდოდა ინჟინერი ვყოფილვიყავი და ნუ მეც დავუჯერე. არ ვნანობ, რადგან სწორედ აქედან გავიცანი ჩემი ჯგუფის წევრები და შეიკრა „ურსა“.

თავიდან ვიყავი გეპეის „კაპელაში“, ციცი ფალავანდიშვილთან. „რაკია ჯორჯია“ იყო ბიზნეს კომპანია, სადაც დავიწყე გაყიდვებში მუშაობა. შემდეგ გადავედი ფინანსურ კომპანიაში. სხვათა შორის ამ კომპანიაში დირექტორი გახლდით და დაახლოებით 3 წელი იყო რამდენიმე სამსახური კიდევ და ბოლოს მოვედი აქამდე, სადაც ახლა ვმუშაობ. საკმაოდ კარგი შემოთავაზებით დამიკავშირდა ჩემი მეგობარი სალომე მახარაძე. უკვე ორი წელია აქ, მის კომპანიაში ვმუშაობ და ვაპირებ წინსვლისთვის თავი არ დავზოგო.

- შენ, ჯგუფ „ურსას“ სოლისტი ხარ. გვითხარი როგორ შეიკრა ასეთი იდელური დასი და რა წვლილი მიგიძღვის შენ ამ ყველაფერში?

- 2010 წელს ჩამოყალიბდა „ურსა“. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ჯგუფში ერთი რამ, სიმღერებს ვაკეთებთ ხუთივე. ძალიან რთულია ახლა ამას რასაც ვამბობ, მაგრამ ასეა. კი, რა თქმა უნდა ჩვენ ყველას ჩვენ-ჩვენი ბაზა გვაქვს, რომელიც ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული და მრავალფეროვანია. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებებიდან გავაკეთეთ ერთი საინტერესო. გადანაწილებული არის ჩვენი წვლილი ძალიან საინტერესოდ. ერთმანეთთან შეთანხმებულად და გუნდურად ვმოქმედებთ და იმედი მაქვს შედეგსაც ვდებთ.

- რთულია საზოგადოების გულის მოგება?

- რა თქმა უნდა რთულია. რაც ხარ რეალურად ის უნდა აჩვენო საზოგადოებას და თუ შეგიყვარებენ ეყვარები სულ, მაგრამ დღეს ხშირად გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს იტყუებიან და თამაშობენ, ეს საზოგადოება აღმოჩნდა ზედმეტად ჭკვიანი იმისთვის, რომ ეს გამორჩეს და საბოლო ჯამში მაინც ნეგატიური ემოციები მოდის. ამიტომაც ჯობია არ ითამაშო და რაც ხარ რეალურად ის იყო ყველასთვის.

- საკმაოდ ბევრ პროექტში მიიღეთ მონაწილეობა და გაალამაზეთ კონკურსანტების ნამღერი. ამან თქვენს ჯგუფს კიდევ უფრო გაუთქვა სახელი. როგორია თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება პოპულარობასთან?

- ჩვენ ნელ-ნელა ვჩნდებით საზოგადოებაში, ფუნდამენტურად ვითარდება ჩვენი ჯგუფი, რადგან უცებ პოპულარული გახდე ძალიან რთულია. ყველაზე მასშტაბური იყო რუსთავი 2-ის პროექტი „x- ფაქტორი“. ყოველთვის, როდესაც ჩვენს ჯგუფზე ვლაპარაკობ მინდა ვთქვა, რომ ნიკა გვარამიამ რაც გააკეთა ეს იყო უდიდესი საჩუქარი. მადლობა ამისთვის მთელ რუსთავი 2-ს და ნიკა გვარამიას.

-„სიმპათიური, არაამქვეყნიური ხმით“ მსგავსი ტიპის ქათინაურებს ხშირად იღებ სოციალურ ქსელში, ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. როგორი ურთიერთობა გაქვს გოგონებთან, რომლებსაც მოსწონხარ და ამას არც მალავენ?

- სიმართლე გითხრათ ძალიან მიხარა, როდესაც კოპლიმენტებს ვიღებ. ძალიან ვცდილობ რომ კარგი და მეგობრული ვიყო ყველასთან. არის მომეტები, როდესაც მართლა ვახერხებ და ყველა ადამიანს ვუბრუნებ პასუხს, როდესაც გულით გწერს და გეუბნება “რა კარგად იმღერე, შენი ნამღერი ჩემთვის ბავრს ნიშნავს“ , შენც გინდა გულით უპასუხო, რადგან შენთვისაც ბევრს ნიშნავს მისი სიტყვები. არ მომწონს ერთჯერადი ურთიერთობები. არ შემიძლია გავეპრანჭო ან დავინტერესდე ადამიანით, რომელსაც სიმღერის გამო მოვეწონე.

- ხარ თუ არა შეყვარებული ან გყვარებია თუ არა ოდესმე?

- ვიყავი. ეს იყო სტუდეტობის პერიოდში, სამი წელი ვიყავით ერთად. დღეს ცუდი ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ ძალიან იშვიათად ვეხმიანებით ერთმანეთს. ამ ეტაპზე სრულიად თავისუფალი ვარ.

-როგორი უნდა იყოს ქალი, რომელიც შენს სიყვარულს დაიმსახურებს?

-ზოგადად სიყვარული ისეთი რამეა, რომ კრიტერიუმებით შეფასება არ შეიძლება. შესაძლოა, ისეთი ადამიანი შეგიყვარდეს, ვერასდროს წარმოგედგინა მსგავსი ტიპის ადამიანთან ურთიერთობა. ნუ, მე ვისურვებდი, უყავარდეს და პატივს სცემდეს ჩემს საქმიანობას , ზოგადად დახვეწილი და ნაზი გოგონები მომწონს.

- შენთვის ყველაზე წარმატებული გამოსვლა?

- ჩვემი ყველაზე წარმატებული გამოსვლა იყო x-ფაქტორის ფინალში. არ ველოდი ნამდვილად ამხელა გამოხმაურებას, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- „ურსას“ წევრებისგან ყოველთვის გამოგარჩევენ და ამბობენ, რომ შენ საუკეთესო ხარ. რამდენად ეთანხმები ამ მოსაზრებას და გიგრძვნია თუ არაა ამის გამო, ანსამბლის სხვა წევრებისგან გულგრილობა?

- არა რა თქმა უნდა (იცინის) პირიქით, ჩვენ ერთმანეთის წარმატება გვიხარია. ეს ფაქტია, როდესაც მომღერალი ხარ მეტი აქცენტი შენზე კეთდება და საზოგადოებას უფრო ამახსოვრდები, სულ ეს არის. ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ... და საუკეთესო ვარ?! ამას არ ვეთანმხები.

- საქართველოში უამრავი ჯგუფი არსებობს, რომელებიც თქვენს კონკურენტებად ითველბიან. რომელ ჯგუფს გამოყოფდი, პროფესიონალიზმის თვალსაზრისით?

- ჯგუფი „ეგარი“ და „ირეაო“ არიან ჩემთვის ყველაზე გამორჩეულები. ძალიან ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანები.

- რა გეგმები აქვს გიორგის და ზოგადად „ურსას“?

- ჩემი მთავარი გეგმაა მაქსიმალურად დავიხარჯო, ვაკეთო ჩემი საქმე და ჯგუფ „ურსასთან“ ერთად ბევრი ახალი პროექტი გავაკეთო. ბოლომდე არ დავასპოილერებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო სიმღერაზე ვმუშაობთ. ქართული სიმღერაა დასავლური, ყველამ კარგად იცის, მაგრამ ჩვენებურად ვაკეთებთ და გვინდა კარგი გამოვიდეს. 90% -ით მზად არის და დავასრულებთ თუ არა კლიპსაც გადავიღებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100