ვისთან სექსია მაგარი, ვის მიუძღვნა ახალი კლიპი და არის თუ არა ხატიას შეყვარებული კლიპში მონაწილე მამაკაცი? - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ხატია წერეთელთან

ხატია წერეთელის კლიპმა „შენთან სექსი მაგარია“, ქართულ ინტერნეტ-სივრცეში „დიდი აფეთქება“ გამოიწვია. კლიპის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი თავად მომღერლისთვის ჩვეულებრივი ამბავია და ხატია, ჩვენთან საუბრში ამბობს, რომ ის ამას ელოდა. ეროტიული ხასიათის კლიპი ქართული ბაზრისთვის, მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ამბობს, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.

დრონი.ჯი ხატია წერეთელთან ინტერვიუს გთავაზობთ:

- ხატია ვისი იდეა იყო ასეთი ეროტიული კლიპის გადაღება?

- კლიპის იდეა არის ჩემი, ამ ვიდეოს გადაღებას აქვს თავისი მიზეზი და თუ რა მიზეზებზე ვსაუბრობ გეტყვით: ნომერი პირველი, ეს სიმღერა დაიწერა მთელი ემოციებით და გაგიმხელთ, რომ ეძღვნება ჩემს ვალენტინს. მოგეხსენებათ, მოდის „ვალენტინობა“ და რატომაც არა, თუ არსებობს კლიპები გეებზე და ლესბოსურ სიყვარულზე, რა პრობლემაა, რომ როდესაც მოდის შეყვარებულების დღე, ასეთი კლიპი გადაიღო და მიუძღვნა საყვარელ ადამიანს? უცებ ძალიან მომინდა მეჩვენებენა ჩვეულებრი ქალ-ვაჟური სიყვარული და სიყვარულით სექსი და ეს გავაკეთე.

- ანუ, როგორც მივხვდი ამბობ, რომ ეს კლიპი საყვარელ ადამიანს მიუძღვენი?

- კი ნამდვილად, ეს კლიპი საყვარელ ადამიანს მივუძღვენი.

- არ იეჭვიანა, საყვარელმა ადამიანმა, როდესაც სხვა მამაკაცთან ერთად იყავი საწოლში?

- არა! ოპერატორიც გოგო იყო და მონტაჟიც გოგომ გააკეთა, ესეც რომ არა, ვერ იეჭვიანებდა.

- იმიტომ ხომ არა, რომ თავად კლიპში მონაწილე მამაკაცი არის შენი ვალენტინი?

- (იცინის) მოდი ამ თემას ასე დავტოვებ. ვიცი, რომ ბევრს აინტერესებს, მაგრამ არც დავადასტურებ და არც უარვყოფ. მე ვიტყოდი, რომ შეიძლება ეს ბიჭი იყოს ჩემი საყვარელი მამაკაცი, ან უბრალოდ როლის მომრგები.

- სიმღერას ჰქვია „შენთან სექსი მაგარია“, ალბათ, ბევრს დააინტერესებს და გკითხავ - ამ ბიჭთან სექსი მართლა მაგარია?

გასინჯოს, ვისაც გაასინჯებს (იცინის)

- ელოდი ასეთ გამოხმაურებას და საზოგადოების ამგვარ რეაქციას?

-კი ველოდი, რადგან უკვე მიჩვეული ვარ, ამიტომ ველოდი ცუდსაც და კარგსაც. თავიდან, როცა კლიპი გავავრცელეთ, ერთი საათის განმავლობაში უარყოფითი ტალღა არ წამოსულა და ვიფიქრე, ვსო ჩამივარდა კლიპითქო, საკუთარ თავს ლანღვის დაწყებას რომ ვუპირებდი მერე დაიწყო კომენტარები, გამოხმაურებები და ატყდა ერთი ამბავი.

მე და იმედა (კლიპში მონაწილე მამაკაცი) დილამდე ვსვამდით, ერთად ვსეირნობდით, ერთად ვღადაობდით და ერთად ველოდით კლიპზე ხალხის რეაქციას. იმედასთვის ეს პირველი კლიპია და ცოტა შეუჩვეველია კომენტარებში ბულინგს, ამიტომ ცოტა გაუჭირდა თავიდან. კაცია ხო ხვდებით... არ არის ქაჯი, მაგრამ კაცია ხო ხვდებით... მე კიდე მიჩვეული ვარ, იმიტომ რომ ვიცი, ორი დღე ყველა ილანძღება, მესამე დღეს კი ყველა დაიწყებს ამ სიმღერის ღიღინს და ზუსტად ვიცი, რომ ცოტა ხანში ჰიტიც გახდება. ხალხს ეგრე არც ქრისტინე იმედაძის „კდემა“ კლიპი მოეწონათ, ჩემი ასეთ კლიპიც თუ არ მოსწონთ, ადგნენ და უკეთესი თვითონ გადაიღონ.

- ამ კლიპის შემდეგ, ალბათ, მამაკაცების წერილებს ვერ აუდიხარ და უდაოდ, ბევრ კაცს მოუნდება შენთან - ამაზე, როგორი რეაქცია აქვს შენს შეყვარებულს?

- უფ უფ უფ (იცინის) იმდენმა მამაკაცმა მომწერა, ვერ ავუდივარ, მაგრამ სისულელეა ხატია წერეთელზე იეჭვიანო, ოღონდ მართლა.

37 წლის ვარ და 17 წლის გოგო ვერ იქნება ისე დებილივით შეყვარებული, როგორც მე ვარ. სიყვარული ყველაზე დიდი გარანტიაა ერთგულების, ამიტომ შანსი არაა, რომ მე საყვარელ ადამიანს ვუღალატო და ეს მან იცის. ძალიან შეყვარებული ვარ და ამიტომ მივუძღვენი ეს კლიპი ჩემს ვალენტინს.

- რადგან ამბობ, რომ ასე ყურებამდე შეყვარებული ხარ, აქვე გკითხავ - დაოჯახებას ხო არ აპირებ ახლო მომავალში?

- არანაირად, რა საჭიროა დაოჯახება. იმდენად ბედნიერი სიყვარული და საოცარი ურთიერთობა მაქვს, ნამდვილად არ მინდა დაოჯახება.

- და ბოლოს, უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება ხატია წერეთელისგან ახალ, პროვოკაციულ კლიპს ახლო მომავალში?

კი აუცილებლად ვაპირებ ახალი კლიპის გადაღებას, რომელიც კვლავ ხმაურს გამოიწვევს, ოღონდ ეს არ იქნება უკვე ასეთი მიმართულების. 5-6 თვე ჯერ იმდენი „პაესტკა“ მაქვს დაგეგმილი ჩემს შეყვარებულთან ერთად, რომ ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, ამის შემდეგ კი გპირდებით, რომ კიდევ ერთხელ მოვექცევი საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

კომენტარი