„ჩემი აზრით, ეს თემა სათუთი და ინტიმურია" - დრონი.ჯი-ს რუბრიკის "ცნობილი ქართველი დედების“ კითხვებს სოფია სებისკვერაძე პასუხობს

დრონი.ჯი-ს რუბრიკის „ცნობილი ქართველი დედები“-ს რესპოდენტი, ამჯერად, მსახიობი სოფია სებისკვერაძე გახლავთ.

- სოფია შენი აზრით, როგორი დედა ხარ?

- საკუთარ თავზე საუბარი, თუ როგორი დედა ვარ, ცოტა უხერხული და სასაცილოცაა, სუბიექტურიც ვიქნები, ალბათ, იმიტომ, რომ ხშირად ადამიანებს ისეთი გვგონია თავი, როგორიც გვინდა ვიყოთ. ნუ, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ არაფერი გამომეპაროს.

- შენი აზრით, რამდენად ჩართული უნდა იყოს მამა შვილის აღზრდაში და შენი ყოფილი ქმარი იღებს თუ არა ამ პროცესში მონაწილეობას?

- მამაც ისევე უნდა იყოს ჩართული შვილის აღზრდაში, როგორც დედა - ეს ადამიანების სურვილზე და ნებაზეა დამოკიდებული, ისე სიტყვა ,,უნდა იყოს,, არ მომწონს. ყველაფერი შეფარდებითია და იმდენნაირია, რამდენი შვილი და მშობელიცაა დედამიწაზე.


- ცნობილი ქალებიდან ვინ არის შენი ფავორიტი დედა?

- ყველა მოსიყვარულე და მზრუნველი დედა ავორიტია შვილისთვის და პირიქით. დედა ერთია ყველასთვის და დამოკიდებულებები. ასე გამოყოფა და ვინმეს აღნშვნა ცოტა უხერხულია. ჩემი აზრით, ეს თემა სათუი და ინტიმურია. ასე გამყოფა დედების, უხერხული. ჩემს ირგვძალიან ბევრი კარგი დედაა. ველთვის შეგიძლია ადამიანმა ისწავლო ხვისგან და კარგი მაგალითი აიღო.

- აპირებ თუ არა ისევ შვილების გაჩენას?

- შვილის გაჩენას არ ვაპირებ.

- რამდენად ხშირად ატარებ დროს შვილთან?

-ვცდიობ სწორად გამოვიყენო ის დრო, რასაც მარისთან ერთად ვატარებ. მაგრამ ხანდხან ჩვენი, ანუ მსახიობების გრაფიკის გამო ერთმანეთს ვერ ვხედავთ, მაგრამ ესეც არ ქმნის პრობლემას, რადგან სოციალური ქსელარსებობს.

კომენტარი