სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გუფი თავიდან "ა-სტუდიოს" ნაშასთან სექსზე ოცნებობდა, ქეთამ კი ურთიერთობა გაასერიოზულა" - რეპერის საყვარლის სკანდალური ინტერვიუ

18 წლის იანა შევცოვას დღეს უკვე მთელი რუსეთი იცნობს - ის რეპერ გუფის საყვარელია, რომლის გამოც ქეთასთან ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა.


იანას უამრავი ჟურნალისტი უკავშირდება კომენტარისთვის, ისიც დაუზარებლად და გულახდილად საუბრობს მისი და გუფის ურთიერთობის შესახებ:

"თავიდან გუფი ოცნებობდა "ა-სტუდიოს" მნაშასთან სექსზე, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი უცნაურად განვითარდა - ქეთამ ურთიერთობას სერიოზული სახე მისცა და გუფიც დაიბნა, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს. ბოლო დროს ის გამუდმებიტ მიმეორებდა, რომ ჩემთან ყოფნა უნდოდა, რადგან ქეთამ დაღალა ძალიან, ხუთჯერ დაშორდა მას და ეს გოგო მაინც ახერხებდა იმდენს, რომ გუფი ურიგდებოდა. მეუბნებოდა, რომ ქეთას როგორც კი დაშორდებოდა, მასთან გადავიდოდი საცხოვრებლად".

როგორც თავად აცხადებს, მისმა მშობლებმა და მეგობრებმა იციან, რომ გუფთან ჰქონდა ურთიერთობა, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად აწუხებდა ის გარემოება, რომ რეპერი ქეთას ხვდებოდა, იანამ ასე უპასუხა:

"ნახევარ რუსეთს საყვარელი ჰყავს და რატომ უნდა ყოფილიყო ეს პრობლემა? თანაც, მე სერიოზული ურთიერთობა არც მსურდა, მიუხედავად იმისა, რომ გუფს ჩემს მიმართ გარკვეული გეგმები ჰქონდა. ახლა, კი როცა ეს ამბავი გაჟღერდა და მასა და ქეთას შორის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, ის ჩემს მიმართ აგრესიულია, დამირეკა და მუქარა დამიწყო, რის მერეც მე ის ყველგან დავბლოკე. ვფიქრობ, დაცვა ავიყვანო, რადგან გუფისნაირი ფსიქოპათისგან ყველაფერია მოსალოდნელი".

ჟურნალისტებმა მოახერხეს და იანას მეგობარი ჩაწერეს, რომელმაც სახელი არ გაამხილა და ანონიმურად გაუმხილა მათ, რომ იანა სინამდვილეში მსხვერპლი სულაც არ არის:

"ის ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც სკოლა დაამთავრდა და ეკატერინბურგიდან გაემგზავრა, სულ სხვანაირი გახდა - ახლა იანა კაცებზე მონადირე ქალია, პროსტიტუციით არის დაკავებული. დედამისმა იცის, როგორ ცხოვრებასაც ეწევა, თუმცა იანა იმდენ ფულს აძლევს ყოველ კვირას, რომ ეს ამბავი დიდად არ აღელვებს" - აღნიშნა ანონიმურმა წყარომ.

იანამ ამ კომენტარს ჭორი და შურიანი ადამიანის ნათქვამი უწოდა და აღნიშნა, რომ ის ვოკალით არის დაკავებული და პროსტიტუციასთან კავშირი არ აქვს, მომავალში კი სერიოზული სასიმრერო კარიერის აწყობას გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100