სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ასეთ სიტუაციაში მეფე ხარ, ცუდია რომ ეს მეფობა სამუდამო არ არის" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ 23 წლის უსიმპათიურეს ფეხბურთელთან

ახალგზარდა, წარმატებული და სიმპათიური 23 წლის ფეხბურთელი გუკა ლუკავა კარიერას ლატვიაში აგრძელებს. გუკას ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. სოციალურ ქსელში გოგონები წერენ, რომ რთულია მისი გარეგნობა დააიგნოროო.

დრონი.ჯი ქართველი გოგონების გულთამპყრობელ ხალგაზრდა ფეხბურთელს დაუკავშირდა მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ფეხბურთელმა ჩვენთან სამომავლო გეგმებსა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

- გუკა, ფეხბურთი და ფეხბურთელები ყოველთვის დგას საზოგადოების ყურადღების ცენტრში. დარწმუნებული ვარ, მკითხველი დიდი სიამოვნებით გაგიცნობს უფრო ახლოს - გვიამბე შენს შესახებ...

- ხუთი წლის ვიყავიირაოზერომ დავიწყე თამაში, შემდეგ იყომერანი-91“. საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი ამ გუნდში. ალბათ, გადამწყვეტი როლი, სწორედ ამ გუნდმა და მწვრთნელმა ითამაშა ჩემს გაზრდასა და სწორად განვითარებაში. მადლობა ამისთვის ჩემს მწვრთნელს დავით ჯიშკარიანს. შემდეგ იყო საბურთალო, ოლიმპი, ლოკომოტივი, ფოთი, პოლონეთის 2 ლიგა, თელავი. ამ გუნდებიდან გამოვარჩევ ლოკომოტივში ყოფნის პერიოდს, განსაკუთრებით ბოლო წელს, როდესაც დუბლების ჩემპიონატი მოვიგეთ. ლოკომოტივს წარმატებები მინდა ვუსურვო.

- როგორც ვიცი, ამჟამად ლატვიაში თამაშობ. აპირებ თუ არა დაბრუნებას და რა მოგცა , როგორც ფეხბურთელს იქ თამაშმა, რასაც საქართველოში ვერ შეძლებდი?

- ახლა ვთამაშობ ლატვიაშიელგავაში“. ამ გუნდმა ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემში, როგორც სტადინოზე ასევე ცხოვრებაშიც, სტილი აბსოლიტურად შეიცვალა. სიმართლე გითხრა ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. რაც შეეხება საქართველოს, არ მაქვს გეგმაში დაბრუნება.

- სად შედგა შენი ყველაზე წარმატებული თამაში, საქართველოში თუ პოლონეთში?

- ყველაზე წარმატებული თამაში შედგა ლატვიაში. ჩემი დებიუტი იყო, სადაც შეცვლაზე შევედი 62 წუთზე, კაცნაკლული ვიყავით და საკუთარ მოედანზე ვაგებდით, 90+4 წუთზე გამარჯვების გოლი გავიტანე. რა გრძნობა დამეუფლა? მხოლოდ ის მახსოვს, რომ ყველა ჩემსკენ მორბოდა და ჩემი გუნდის ქომაგებს სიგიჟემდე უნდოდათ ჩემი ხელში ატაცება. მსგავსი დებიუტი მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი. (იცინის)

- როგორი გრძნობაა, როდესაც თამაშის ბედს შენს მიერ გატანილი გოლი წყვეტს?

-ასეთ სიტუაციაში მეფე ხარ, ცუდია რომ ეს მეფობა სამუდამო არ არის. (იცინის)

- რამდენადაც ვიცი, ქართველი გოგონები განებივრებენ ყურადღებით. უცხოეთში თუ გრძნობ ანალოგიურ ყურადღებას?

- გოგოებს რაც შეეხება, კი რავიცი ალბათ ასეა და ვის არ მოსწონს ყურადღება?! გოგოები რა თქმა უნდა ბევრია, ყურადღებაც სხვადასხვანაირი, მაგრამ დრო ძალიან ცოტა. (ვხუმრობ რა თქმა უნდა). მყავს საცოლე, რომელიც ძალიან მიყვარს. ყოველთვის მეხმარება და ხელს მიწყობს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კარიერას ეხება საქმე. ასე რომ სხვა გოგოების ყურადღება კარგია, მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანი.

- და ბოლოს, გიჩნდება თუ არა ნოსტალგია, როდესაც აქ არ ხარ? მიგაჩნია თუ არა, რომ სწორი ნაბიჯი გადადგი?

- ორი აზრი არ არის, რომ სწორი ნაბიჯი იყო ჩემი ლატვიაში წასვლა. ნოსტალგიას რაც შეეხება, ალბათ არა, ან ძალიან ცოტა, იმიტომ რომ ჩემი ახლობელი ადამიანები და გუნდი ძალიან მიწყობს ხელს, ასევე ჩემი ტრენერი marian pahars , ხელმძღვანელობა ainari solvita Tamisare და sergey golubev და აგენტები ლევან ზუხბაია და მიშა ხუციშვილი, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. ამ ადამიანების უზომოდ მადლიერი ვარ. ამ ასპექტშიც ჩემი საცოლე ყველაზე მეტად არის მონდომებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100