მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ თავადაც ვართ ის ხელისუფლება, ვინც მოვედით ადამიანის უფლებების დაცვით

„მე მგონი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბატონმა გიორგი გახარიამ მკაფიოდ განმარტა გუშინდელი მოვლენის შესახებ, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მმართველი ძალა პირველ რიგში ორიენტირებულია ადამიანზე და ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული ნებისმიერ შემთხვევაში, მითუმეტეს კონსტიტუციური აქტი. გუშინ იყო მცდელობა პროვოკაციის და მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ასეთ მცდელობას, ჩვენ გავცემთ კანონიერად საკადრის პასუხს.

მე ვიქნები ასე ვთქვათ სოლიდარული, მთელი საქართველოა სოლიდარული ბატონი ზაზა სარალიძის მიმართ და მისი დედის მიმართ, რომელმაც მკაფიოდ გასცა პასუხი ასე ვთქვათ ინციდენტს და აღნიშნა, რომ ის თავად დავარდა და პოლიციამ პირიქით, მას მოუარა, შემდეგკი იყო მცდელობა, რომ ეს სხვა კონტექსტში გადაეტანათ.

ჩემი კოლეგა ელენე ხოშტარია ცდილობდა სხვა ინტერპრეტაცია მიეცა ამ ფაქტისთვის. ესეთი მცდელობები ხშირია ამ ორგანიზაციის მხრიდან, რასაც ქვია „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ და მე მოვუწოდებ საზოგადოებას ვეცადოთ, რომ მკაფიოდ გავმიჯნოთ ეს ყველაფერი. ჩვენ ყოველთვის ვართ ორიენტირებული ადამიანებზე, მათ უფლებებზე და სწორედ ამ კონტექსტში აღვნიშნე, რომ გიორგი გახარიამ სწორად განმარტა, ჩვენ ვიქნებით დამცველი ყველა ადამიანის უსაფრთხოების.

ალბათ ის გაუგებრობა და ინციდენტი მოყვა იმას, რომ შესაძლებელი იყო რაიმე ექსცესი ყოფილიყო კარვებთან დაკავშირებით. დღეს როგორც ვნახეთ ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობს და ამიტომ ჩვენ თავადაც ვართ ის ხელისუფლება, ვინც მოვედით ადამიანის უფლებების დაცვით“.

კომენტარი