სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯენიფერ ლოპესის ავტომობილი ფოტოგრაფს დაეჯახა

მომღერალი, მოცეკვავე და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი სკანდალში გაეხვა - მისი ავტომობილი ფოტოგრაფს მაშინ დაეჯახა, როდესაც ერთ-ერთი რესტორნის ეზოდან გამოდიოდა, წინ კი პაპარაცები ელოდნენ.

როგორც გამოცემა TMZ იუწყება, ინციდენტი გასულ კვირას მოხდა. ამ დროს ავტომობილში ლოპესთან ერთად მისი საქმრო, ალექს როდრიგესიც იმყოფებოდა, საჭესთან კი მისი დაცვის წევრი იჯდა.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ფოტო გადაღების დროს აპარატის ნათება გახდა, რომელმაც მძღოლს ხედვაში შეუშალა ხელი.
რაც შეეხება დაშავებულ ფოტოგრაფს, მან ფეხის ტრავმა მიიღო, თუმცა ავტომობილში მსხდომთაგან არც ერთმა მიაქცია ყურადღება.
ცნობილია, რომ ლოს-ანჟელესის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ დაზარალებულმა ლოპესის მძღოლს უჩივლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100