სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს გზა ტაძრამდე აუცილებლად მიმიყვანს"- დრონი.ჯი-ს ინტერვიუ მარკუს მეტრეველთან

მარკუს მეტრეველი ლუი ვიტონის მოდის სახლში მიიწვიეს. ის პარიზში ნოემბრის თვეში აპირებს გამგზავრებას. მარკუსი დრონი.ჯი-ს თავის მრავალფეროვან კარიერაზე და პირად ცხოვრებაზე ესაუბრა, ამავდროულად ჩვენთან საუბარში სამომავლო გეგმებიც გაამხილა.

დრონი.ჯი გთავაზობთ ინტერვიუს მომღერალ, მოდელ და დიზაინერ მარკუს მეტრეველთან.

- პირველ რიგში, ლუი ვიტონის მოდის სახლისგან მიღებულ მიწვევაზე რომ გვესაუბრო, როგორია შენი მოლოდინი?

- ლუი ვიტონი ჩემთვის არის: მოდის, სტილის, გემოვნების, ხელოვნების აღმაფრენა. ბედნიერი ვარ, რომ ვესტუმრე წელს, აგვისტოს თვეში, პარიზში ლუი ვიტონის ხელოვნების მუზეუმს და ვეზიარე საოცარ ექსპონატებს, რაც შეეხება ჩემს მოლოდინს, ვინაიდან არის ძალიან კომფიდენციალური, ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს გზა ტაძრამდე აუცილებლად მიმიყვანს.

- მარკუს შენ დიზაინერი ხარ, აპირებ თუ არა უახლოეს მომავალში შენი კოლექციის წარდგენას ქართული საზოგადოებისთვის?

- რაც ეეხება ჩემს მეორე პროფესიას, ამ საქმეს თავიდანვე პროფესიონალურად მივუდექი. მოგეხსენებათ, დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემია და მასტერ კლასები გავიარე ბერძენ აღიარებულ ლეგენდარულ დიზაინერთან MIXALIS ASLANIS -თან. პირველი სადებიუ ჩვენება უკვე გავაკეთე იტალიაში, მილანში-რიმინში 2017 წელს, კოლექცია იყო გათვლილი თინეიჯერებზე. საქართველოში მექნება თუ არა ჩვენება?- რა თქმა უნდა ყველაფერი საუკეთსო წინ არის.

- რამდენად ენდობი ადამიანებს?

- მიმდობი რა თქმა უნდა ვარ, სწორედ ეს არის მიზეზი ჩემი მიკრო სკანდალებისა და უსიამოვნებები, თუმცა ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ადამიანებს ვენდობი, ვფიქრო, ეს არ არის დიდი მინუსი.

- გაქვს თუ არა თვისება, რომლითაც საკუთარ თავს გამოარჩევ სხვებისგან?

- რასაკვირველია მაქვს, რაც აშკარად ჩანს იმ საზოგადოებაში ვინც კარგად მიცნობს, ვარ ერთგული, პოზიტიური, უბოროტო, და შრომისმოყვარე. ზოგადად ინდივიდუალიზმს დიდ პატივს ვცემ ნებისმიერ ასპექტში, ვფიქრობ, ინდივიდუალიზმია ჩემი გამასხვავებელი ნიშანი.

- რამდენად უთმობ დროს შვილებს, როგორი მამა ხარ?

- როდესაც ჩემი შვილები ლუკა და ვივიენ მეტრეველი ჩემთან ერთად იზრდებოდნენ, რასაკვირველია ისინი იყვნენ ჩემი დილა და საღამო, დღე და ღამე, მათზე ძვირფასს ვის მოვახმარდი ჩემს წუთებს შეძლებისდაგვარად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მამა ვიყავი იდეალური თუ კიდევ დავოჯახდები, მომავალში გაგცემთ პასუხს.

- როგორც დიზაინერს, რა არ მოგწონს ქართველ მოდელებში?

- გეტყვით: არ მომწონს მათი კომპლექსები, არ მომწონს მათი ხედვა, ჰგონიათ მოდელი მხოლოდ ვიზუალურად უნდა იყოს სრულყოფილი და ინტელექტი მეორე ხარისხოვანი ხდება, ეს საშინლად არ მომწონს, მით უფრო XXI - საუკნეში, სადაც ინტელექტი ერთ-რთი მთავარი კრიტერიუმია ტოპ-მოდელისთვის.

- სასიმღერო კარიერა თუ სამოდელო, რომელს უფრო მეტ პრიორიტეტს ანიჭებ და რომელი სფერო უფრო მეტ წარმატებას მოგიტანს საქართველოში?

- სიმღერა ჩემთვის ჰაერივითაა, მთელი სამყარო სადაც ვცხოვრობ, ჩემთვის უამისოდ არ არსებობს არც მოდა და არც სხვა განზომილება. მოდა ჩვენი სხეულის კარგად შესაფუთი ინდუსტრიაა, სადაც აუცილებელია ლამაზად გამოიყურებოდე, ტრენდულად და დახვეწილად სცენაზე ან ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩემთვის ჯერ სიმღერაა და შემდგომ სხვა ყველაფერი. რაც შეეხება წარმატებას, უკვე დიდი ხანია ვგრძნობ ხალხის უსაზღვრო სიყვარულს, რაც ჩემთვის წარმატებაც არის და აღმაფრენაც. ვფიქრობ, მოდის სფეროში თუ რამეს ხელს მოვკიდებ, უფლის დახმარებით, ყველაფერს გავართმევ თავს. უფალმა ხომ ადამიანი შექმნა, ანუ- გენიალური მოდელი.

- უკავშირდება თუ არა შენი სამომავლო გეგმები საქართველოს

- ჩემი აწმყო და მომავალი საქართველოა. საქართველო ჩემი სახლია, შეიძლება ბევრი ქვეყანაში ვყოფილვარ , ბევრი რამ მინახავს , ბევრ დიდ სცენას ვეზიარე და ულევი სიყვარული მიმიღ მსოფლიო მაშტაბით, მაგრამ საქართველო ის ადგილია, სადაც ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს. აქ ხომ ყველაზე ნაღდები არიან, აქ ხომ ყველაზე მაგრად იციან სიყვარული-სიხარული, აქ ხომ ყველაზე მეტად გვაკლია ის ყველაფერი რაც მსოფლიოს უკვე მობეზრებული აქვს, რა თქმა უნდა სადაც არ უნდა ვიყო, მაინც ჩემი ბოლო ჩემს სამშობლოშია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100