“ოჯახობა სამშობლოში”... ეს ჩემი ქმარი ხო უკვე ქართველი მგონია და თვითონაც ასე მიაჩნია... მოკლედ, სადაც არ უნდა წავიდე აქ მირჩევნია"

ნუკი კოშკელიშვილი ბათუმის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და აი რას წერს:

ოჯახობა სამშობლოში”. ეს ჩემი ქმარი @benjichaim ხო უკვე ქართველი მგონია, და თვითონაც ასე მიაჩნია. მოკლედ, სადაც არ უნდა წავიდე აქ მირჩევნია. მხოლოდ საქართველოში ვგრძნობ თავს სახლში. იმის და მიუხედავად რომ აქ არ ვარ გაზრდილი, უკვე დიდი ვიყავი რომ ჩამოვედი. რაღაცნაირი ქვეყანაა, სხვანაირი ჰაერია, გწამლავს და ცხოვრების ბოლომდე აქ გიხარია ყოფნა. აი ხომ არც აყვავებული ქვეყანა არ ვართ, ხან გლანძღავენ, ხან უყვარხარ, სულ ინტრიგები, სულ ჭორაობა, თან სულ ხალისი და სიმარტივეა. ეს არის სამოთხე, სულაც არ მიკვირს ამდენი უცხოელი რომ გადმოდის ჩვენთან. იმედი მაქვს ოდესმე მეც დავბრუნდები სამუდამოდ, მანამდე კი ვეცდები რაც შეიძლება დიდი დრო აქ გავატარო...“ -წერს ტელეწამყვანი.

კომენტარი