"ძალიან მიყვარხარ" - ასე მიულოცა გუფიმ ქეთას დაბადების დღე

რუსმა რეპერმა გუფმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ქეთა თოფურიას დაბადების დღე მიულოცა:


"გილოცავ დაბადების დღეს! მე შენ ძალიან მიყვარხარ" - წერს გუფი. წყვილმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ ისევ განაახლა საერთო ფოტოების გამოქვეყნება, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ისინი შერიგდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ორივე მათგანი თავს არიდებდა პირადზე საუბარს, არც საერთო ფოტოებს დებდნენ და ქეთაც ძალიან სევდიანი პოსტებით გამოირჩეოდა.


კომენტარი