სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვისზე იეჭვიანა ქეთა თოფურიამ გუფის მიერ ატვირთულ ფოტოზე?

ქეთა თოფურიასა და გუფის რომანზე ხმები ჯერ კიდევ 2017 წელს გავრცელდა, თუმცა წყვილი არ ჩქარობდა ამ ამბის გახმაურებას. სულ რაღაც სამი თვეა, რაც მომღერლებმა გადაწყვიტეს მათი სასიყვარულო ისტორია საჯაროზე გამოეტანათ - სოციალურ ქსელში საერთო ფოტოებს ტვირთავენ და კომენტარებში თბილ ტექსტებს უწერენ ერთმანეთს.

რამდენიმე საათის წინ რეპერმა გუფმა ინსტაგრამზე ფოტო ატვირთა, რომელზეც სასიამოვნო ქალბატონთან ერთად ზის სკამზე და მიაწერა კომენტარი: „ოცნების რექვიემი“. რამდენიმე წუთში ქეთამ მიუწერა სიტყვები: „უკვე ვეჭვიანობ“.

ქეთას კომენტარმა ინტერნეტ მომხმარებლები ძალიან გაახალისა: „ნუ ნერვიულობ, ის შენი ბიჭია“; „წმინდანზე არ უნდა იეჭვიანო“; „ქეთა, შენ უკონკურენციო ხარ“ - კომენტარებში ამხნევებენ თაყვანისმცემლები მომღერალს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100