სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გავრცელდა პირველი ფოტო რიჩარდ გირისა და 35 წლის ჟურნალისტის ქორწინებიდან

სულ ცოტა ხნის წინ ყვითელი პრესა წერდა, რომ რიჩარდ გირი ფარულად დაქორწინდა. ეს ამბავი საზოგადოებისთვის ორმაგად საინტერესო იყო, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, 68 წლის მსახიობი 35 წლის ჟურნალისტზე ალეჰანდრა სილვაზე.


ჭორი დადასტურდა - რიჩარდ გირი 35 წლის საყვარელ ქალზე 5 მაისს მართლაც დაქორწინდა, ორი დღის წინ კი დაოჯახებაზე პირველი კომენტარი გააკეთა:

"მე ამ სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, სხვანაირად წარმოუდგენელია - ალეჰანდრა ლამაზი, ჭკვიანი, მხიარული და მგრძნობიარე ქალია" - განაცხადა მსახიობმა ჟურნალისტთან. კომენტარი გააკეთა ასევე გირის მეუღლემაც:

"სიყვარულისგან სული მეკვრის. ყოველ დილით ის მეკითხება: "რა გაგაბედნიერებს დღეს?", რაც ჩვენს ურთიერთობას კიდევ უფრო ალამაზებს. ამაზე რომანტიკული რა უნდა იყო, როდესაც შენი საყვარელი მამაკაცი შენზე ზრუნავს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100