სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კანის კინოფესტივალზე კრისტენ სტიუარტმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები გაიხადა და ფეხშიშველმა აიარა კიბეები

კრისტენ სტიუარტმა კანის 71- კინოფესტივალზე ხალხი გააოცა. ის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა და მშვიდად პოზირებდა, მოულოდნელად კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები გაიხადა და ფეხშიშველმა აიარა კიბეები.

სტიუარტმა ამგვარი საქციელით პროტესტი გამოთქვა კანის წითელი ხალიჩის წესის მიმართ, რომელიც ქალებს მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ტარებს ავალდებულებს. ბევრმა ადამიანმა მოიწონა მისი ასეთი ქმედება და სოციალურ ქსელებში მხარდაჭერის შინაარსის პოსტები დაწერეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100