სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუგული მაღრაძე ჭარბი წონის წინააღმდეგ - რას ფიქრობენ ქართველი ცნობილი სახეები და რაზე ისაუბრეს მათ დრონი.ჯი-სთან?

დღეს სრულიად საქართველო აალაპარაკა გუგული მაღრაძის ინიციატივამ, რომლის თქმითაც, ის სიამოვნებით ჩაერთვებოდა ისეთი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების პროცესში, რომელიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობას შეამცირებდა. პარლამენტარი ჭარბი წონის წინააღმდეგ ილაშქრებს. ამ ინიციატივას ბევრი კომენტარი მოჰყვა სოციალურ ქსელში. ზოგი აღშფოთდა, ზოგს სასაცილოდ არ ეყო, ზოგმამეტი საქმე არ გაქვთოდა საქმე იქმადე მივიდა, რომ დღევანდელი დღისდღის თემაარა გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლა, არამედ გუგული მაღრაძის ეს ინიციატივა იყო. დრონი.ჯი შეეცადა გაერკვია, თუ რას ფიქრობენ ქართველი ცნობილი სახეები პარლამენტარის ამ ინიციატივაზე.

ჩცდ-ს მსახიობი (მერაბ დარჩია) ზურა ნიჟარაძე: რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე არ ვიცი, სირცხვილია ხალხო... არსად გამიგია ასეთ რამ, რა რეგულაციები ჭარბწონიანობაზეო? და ამას ამბობს გუგული მაღრაძე? რომელი ნაომი ქემბელი ეგ მყავს, ჯერ თვითონ დაიკლოს და მოგვცეს მაგალითი ამ მსუქან ხალხს და მერე გამოვიდეს რეგულაციებით... კარგით რა , თითქმის მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი და ყველგან არიან საყვარელი მსუქანი ადამიანები, აბა ყველა გამხდრები ხო არ ვიქნებით... მაგათ მეტი საქმე არ აქვთ, ქალაქი გამონაბოლქვით და დაბინძურებული ჰაერით რომ არის სავსე მაგას მიხედონ და კიდე იმას შენობებს რომ გვიშენებენ ცხვირწინ... ეხლა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გამახსენდა ერთი მონაკვეთი, გრიშა კაკაჩია რომ აშენებს „გრიშა სითის“ და მარტო ჯანმრთელებს და ლამაზებს რომ არჩევს იქ შესასახლებლად.... კარგით რა ხალხნო სირცხვილია.

კომედი შოუს მსახიობი თამუნა ლეკვეიშვილი: „5 ბოთლი ზეთი ვიყიდოთ თუ გავხდეთ???
ჩამოყალიბდით ქ-ნო გუგული „- ეს სტატუსი დავწერე დღეს და რა გითხრათ მეტი არვიცი ...მე ჭარბწონიანიც ვარ და მწეველიც, ანუ მე მიწესებ რეგულაციებს ქალბატონო გუგული?(იცინის) ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი.

ფოტო-მოდელი კესარია აბრამიძე: მეღადავები ხო? ვაიმე არ ვიცი რა უნდა გიპასუხო მაგაზე მეცინება უბრალოდ... კანონი უნდა ანუ რომ შემოიღოს ამაზე? ძაან სასაცილოა... იცი რა, მსოფლიო იმაზეა გადართული, რომ მსუქნები არ დაკომპლექსდნენ და პუტკუნების კონკურსებიც კი ეწყობა და მემგონი ეს მსუქნების და პუტკუნების დისკრიმინაცია იქნება არა? იქნება მე მიყვარს ტკბილი, მინდა რომ ვჭამო და რას ქვია მიკრძალავს? თან როგორც ვიცი თვითონაც არაა გამხდარი... აი , ძალიან მეცინება...

პოპულარული ქართველი ფეისბუქელი ბექა ჭანკვეტაძე: სახლში, ჩემთვის რო ვიყო მსუქანი, შეიძლება?

ორი ორმაგი ჩიზბურგერის ჭამაზე ჯარიმა 500 ლარი თუ იქნება, წონა დამირეგულირდება აბა რა იქნება.

კომედი შოუს მსახიობი ნიკა არაბიძე: რა ვიცი რა გითხრათ, მე ჩემი გაჭირვება მეყოფა ჭარბ წონასთან დაკავშირებით... ქალბატონი გუგული ზოგადად ძაან უცნაური ინიციატივებით გამოირჩევა. ჭარბწონიანობა არამგონია პირველი პრობლემა იყოს საქართველოში და სხვა ყველაფერი დალაგებული გვქონდეს... რა თქმა უნდა, ზოგადად ბევრს აწუხებს ჭარბი წონა, მაგრამ სახელმწიფომ რომ ბრძოლა გამოუცხადოს მაგ ეტაპზე არ ვართ ჯერ.

მსახიობი და ტელე-წამყვანი ნატა გულიაშვილი: არ ვიცი რა უნდა გითხრათ, მე მგონია, რომ ქალბატონმა გუგულიმ უბრალოდ იხუმრა, თუმცა თუ ეს ნამდვილად მოხდება, ერთი მხრივ კარგია, ყველა გავხდებით და მაგარ ტანზე დავდგებით, აქვს დადებითი მხარეც ) ჩემი და მეუბნება გასახდომი ერთი "ამტანი" კიდე გჭირდებაო და მე მგონი ამტანი აღარ დამჭირდება, ქალბატონი გუგული გაგვახდუნებს (იცინის)

დიზაინერი ზალიკო ბერგერი: ცოტა მომატებული კი ვარ, მაგრამ ქალბატონმა გუგულიმ ჯობია თავისი წონის კონტროლით დაიწყოს და მაგალითი მოგვცეს.

სპორტლაინის სექსუალური ჟურნალისტი სალომე ონაშვილი: სხვა თუ არაფერი ძალიან სასაცილოა, ამ კანონის შემოღება. რომელი ვიქტორია სეკრეტის მოდელი გუგული მაღრაძეა რომ იმან დაიწყოს ადამიანის ვიზუალის და ფიგურის გარჩევა. აშკარად სხვა საქმე არ აქვს, თორემ ასეთი არაადეკვატური განცხადებით არ გამოვიდოდა. მე ახლა 7 ზომა მკერდი მაქვს და მაინტერესებს ამის გამო რაიმე გადასახადი უნდა დამეკისროს? ეტყობა თვითონ უნდა დიეტის დაცვა და ნებისყოფა არ ჰყოფნის.

ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: იმედია, გუგული დეიდა დიდ მკერდს არ ერჩის... რამე დღე არ დაგვიწესოს.

თიკა ჯამბურია: თავი ხომ არ მიარტყით რამეს??მსოფლიო ტენდენციებს ცოტათი გადაავლეთ თვალი ...ხალხი სახეს იხევს შეიყვაროს ის სხეული რომელშიც ცხოვრობს , პროპაგანდა მიდის იმის რომ ჭარბი წონა ლამაზია და რომ არ იყოფიან ადამიანები წონის, ფერის, და სიმაღლის მიხედვით... ყველა ადამიანი ლამაზია ...მთავარია იყოს ჯანმრთელი... და აქ ? ანუ აქ რა ხდება... წელიწადში შიმშილით და ყინვით 200 მდე ადამიანი რომ გიკვდება, იმ.ქვეყანაში რა ღადაობა პრობლემების მოგვარებაზე არიან ორიენტირებულები არ მჯერა ... ან ესე ,ადგნენ და უბრალოდ ''ღადაობენ'' ან ჩვეულებრივად ასათიანის პაციენტებთან გვაქვს საქმე.
P.S რას რას და ჩემ ჭარბ წონას ვერ ამიკრძალავთ თქვენთვითონ ჭარბწონიანო ქალბატონო გუგული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100