სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერქან მერიჩის და ჰაზალ სუბაშის რომანტიკული ფოტო თურქული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

ერქან მერიჩის და ჰაზალ სუბაში რომანტიკული ფოტო თურქული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ფოტო, მართლაც ძალიან თბილია და კარგად გადმოსცემს სასიყვარულო გრძნობებს.

წყვილი უკვე რახანია ერთად ცხოვრობს და ისინი სიყვარულს აღარ მალავენ. მათ ერთმანეთი სერიალ "ტყუილში" გაიცნეს. ერქანი ჰაზალზე 10 წლით უფროსია, თუმცა ეს მათ ურთიერთობას ხელს ნამდვილად არ უშლის.

ტელე ნოველების მიმართ სიყვარულს ჩვენი ქართველი დიასახლისები ნამდვილად არ უჩივიან. ქართველ ქალბატონებს, რამდენიმე თვის წინ, ახალი თურქული სასიყვარულო ისტორია „ტყუილი“ ნამდვილ თავსატეხად ექცათ. სერიალში ზეჰრას როლს ახალგაზრდა 21 წლის ჰაზალ სუბაში ასრულებს, ხოლო მისი პარტნიორის როლს სიმპათიური ერქან მერიჩი, რომელიც ქალების გულთამპყრობელია.

ერქან მერიჩიმ 2008 წელს "თურქეთის საუკეთესო მოდელის“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საუკეთესოს ტიტული მოიპოვა. 2009 წელს მას "მსოფლიოს საუკეთესო მამაკაცი მანეკენის ტიტული" ერგო და ქენან იმირზარიოღლუსა და კივანჩ ტატლიტუღის შემდეგ, ერქანი მესამე თურქი გახდა, რომელმაც ეს ტიტული მოიგო. 31 წლის მოდელი და მსახიობი ტელეეკრანებზე 2012 წლიდან გამოჩნდა. ქართველმა მაყურებელმა კი სერიალ "ტყუილიდან" გაიცნო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100