სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრინც ჰარის მეგან მარკლი ქორწილამდე დიეტის დაცვასა და წონის დაკლებას აიძულებს

პრინცი ჰარის საცოლეს მეგან მარკლს სურს, რომ ქორწილში ყველა დეტალი უზადო და ულამაზესი იყოს. რაც უფრო ცოტა დრო რჩება ცერემონიამდე, მით უფრო მეტად ნერვიულობს და ცდილობს, არაფერი გამორჩეს. ამასთან, მარკლი წონას მთელი სერიოზულობით აკონტროლებს, ვარჯიშობს, ჯანსაღი პროდუქტებით იკვებება და მხოლოდ მის ვიზუალზე კი არ ზრუნავს, საქმროსაც აიძულებს დიეტაზე ყოფნას წონაში დაკლების მიზნით. როგორც გამოცემა Daily Mail ავრცელებს ინფორმაციას, ბრიტანეთის პრინცმა უკვე სამ კილოზე მეტი დაიკლო, იმის მიუხედავად რომ ზედმეტი წონა არასდროს აწუხებდა.

33 წლის ჰარიმ უარი თქვა ალკოჰოლზე და მხოლოდ მინერალურ წყალსა და მცენარეულ ჩაის სვამს. მეგანმა საქმროს რაციონიდან სრულად ამოუღო ნახშირწყლები და ხილისა და ბოსტნეულით ჩაანაცვლებინა მძიმე საკვები. ამას გარდა, წყვილმა სპორტდარბაზში სასიარულოდ ერთთვიანი აბონიმენტი შეიძინა, რომელიც 793 დოლარი დაუჯდა. მეგანი ასევე იოგით არის დაკავებული. მისი დედა ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ ცენტრში იოგას ინსტრუქტორია და მარკლიც ბავშვობიდან ვარჯიშობს მასთან.

19 დღეში კი ბრიტანეთში ისტორიული ქორწილი გაიმართება და საზოგადოება მოუთმენლად ელოდება ამ ცერემონიალს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100