ფაქტები და ისტორიები, რომლებსაც ფოტოები ვარსკვლავების შესახებ ჰყვებიან

პაპარაცები ერთი მნიშვნელოვანი კადრის გამო ყველაფერს დათმობენ, ყველანაირ რისკზე წავლენ და მაინც მოიპოვებენ იმ ამბის ფოტო მასალას, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ისინი დიდი ხანია ვარსკვლავების თავის ტკივილად იქცნენ, რადგან ნაბიჯსაც ვერ დგამენ ისე, პაპარაცებმა რომ არ გამოიჭირონ თავიანთ ობიექტივში. დღევანდელი ჩვენი ისტორიის ფოტო გმირები სწორედ ასეთი სიტუაციის „მსხვერპლნი“ არიან.

ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბრითნი სპირსს ბავშვი უვარდება ხელიდან

ფოტო გადაღებულია 2006 წლის მაისში. მომღერალს, რომელიც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, კინაღამ ხელიდან გაუვარდა თავისი ვაჟი შონ პრესტონ ფედერლაინი. ამ დროს სპირსს მეორე ხელში ალკოჰოლური სასმელი უჭირავს - ამ ფოტომ ბრითნის კინაღამ დედობის უფლება დააკარგვინა.

პრინცესა დიანას ეგვიპტელი ბოიფრენდი

პაპარაცების მიერ ამ წყვილისთვის ჩუმად გადაღებული ფოტოები 6 მილიონ დოლარად შეფასდა. მასზე აღბეჭდილია პრინცესა დიანა და მისი ეგვიპტელი ბოიფრენდი დოდი ალ ფაიედი - წყვილი სენ-ტროპეში ერთად ისვენებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მაშინ დაახლოვდნენ, რაც დიანას პრინც ჩარლზთან ურთიერთობა აეწეწა. ამას გარდა, სწორედ დოდი ალ ფაიედთან ერთად იყო პრინცესა იმ საბედისწერო ღამეს.

კრისტენ სტიუარტის ღალატი

2012 წელს „ბინდის“ ვარკსვლავმა ფარული რომანი გააბა ბრიტანელ კინო რეჟისორთან რუპერტ სანდერსთან. თითქოს ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა იმ დროს კრისტენ სტუარტი „ბინდის“ მსახიობ რობერტ პატინსონზე იყო დანიშნული, სანდერსს კი მეუღლე ჰყავდა. საბოლოო ჯამში პატინსონმა დაქორწინება გადაიფიქრა, კრისტენს დაშორდა, სანდერსი კი ცოლმა მიატოვა.

სტინგი, მადონა და თუფაქი ერთად ისვენებდნენ

ეს სამეული ოდესმე თუ მეგობრობდა ერთმანეთთან, ამის შესახებ ბევრმა არ იცის. კიდევ უფრო ცოტამ იცის ის ფაქტი, რომ მადონა და რეპერი თუფაქი ერთმანეთს ხვდებოდნენ.

სტივ ჯობსი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

Apply-ს დამაარსებლის ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო. სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. როდესაც ჯობსმა გაიგო, რომ ვერაგი დაავადება აწუხებდა, სხვადასხვა მეთოდით ცდილობდა მის დამარცხებას - ჩინური ნემსებით, ვეგანიზმით (მცენარეული დიეტა) და ჰიპნოზითაც კი, თუმცა ოპერაციის გაკეთება არ სურდა.

ჯონ ლენონი და მისი მკვლელი

ეს ლეგენდარული ფოტო 1980 წლის 8 დეკემბერსაა გადაღებული. მუსიკოსი ავტოგრაფს აძლევს თავის ფანს მარკ ჩეპმენს, რამდენიმე საათის შემდეგ კი ეს უკნასკნელი თავის კუმირს კლავს ცეცხლსასროლი იარაღით ლენონის საცხოვრებელ სახლთან.

სიკვდილის პირას მყოფი ფერდი მერკური

შიდსით დაავადებულ ფრედი მერკურზე პაპარაცების მხრიდან დაავადების აღმოჩენისთანავე გამოცხადდა ნადირობა. ეს ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა მაშინ გადაიღო, როდესაც მომღერალი უკვე სასიკვდილოდ იყო განწირული და ამ ფირში მან 230 ათასი დოლარი მიიღო.

კოკაინზე დამოკიდებული ქეით მოსი

2005 წლის ოქტომბერში გამოცემა The Daily Mirror-ში სუპერმოდელ ქეით მოსის სკანდალური ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც პაპარაცმა მაშინ გადაიღო, როდესაც გოგონა კოკაინს იყნოსავდა. ცნობილია, რომ გამოცემამ ეს ფოტოები 300 ათას დოლარად შეისყიდა ფოტოგრაფისგან. მისი გავრცელების შემდეგ კომპანიებმა Burberry-მ და Chanel-მა კონტრაქტი შეუწყვიტეს მოსს. ამის გამო მას მოუწია საზოგადოებისთვის ოფიციალური ბოდიშის მოხდა და სარეაბილიტაციო კურსის გავლა ერთ-ერთ კლინიკაში. თუმცა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, მოდელმა ისევ გააგრძელა კოკაინის მიღება, რაც იმ ფოტოებით მტკიცდება, სადაც მას ტანსაცმელზე ნარკოტიკული საშუალების კვალი ეტყობა.

შიშველი ჟაკლინ კენედი - ამერიკის პირველი ლედი

ამ ფოტოს წყალობით პაპარაცი რონ გალელი გამდიდრდა - მას 12 მილიონი დოლარი გადაუხადეს. იმ დღით ის ამერიკის პირველ ლედის კერძო კუნძულზე მებაღის ფორმაში ჩაცმული უთვალთვალებდა. ფოტო მამაკაცებისთვის განკუთვნილმა ჟურნალმა Hustler-მა შეიძინა.

ანა ნიკოლ სმიტის სიკვდილი

2007 წელს ჟურნალმა Playboy-მ თავისი სუპერმოდელის ფოტო, სადაც ის გარდაცვალების მომენტშია გადაღებული, 1,5 მილიონ დოლარად შეიძინა, ხოლო კომპანიამ Splash News & Picture Agency-მ კოლოსალურ თანხად შეიძინა ვიდეო ჩანაწერი, სადაც სმიტს გულის მასაჟსა და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ გადარჩენის მიზნით.

ბილ ქლინთონი და მისი მეუღლე მონიკა ლევინსკის სკანდალის შემდეგ

როდესაც პრეზიდენტი მეუღლის ღალატში ამხილა მისივე მდივანმა მონიკა ლევინსკიმ, ყველა ფიქრობდა, რომ ჰილარი ქმარს ამ ინციდენტს არ აპატიებდა. თუმცა სკანდალიდან რამდენიმე თვის შემდეგ პაპარაცმა წყვილი იმ დროს გადაიღო, როდესაც ისინი განმარტოებულები იყვნენ და რომანტიკულ ცეკვას ასრულებდნენ.

რიჩარდ ბერტონისა და ელიზაბეთ ტეილორის ფარული რომანი

მსახიობებს შორის გრძნობა მაშინ გაჩნდა, როდესაც ისინი ერთმანეთს პარტნირობას უწევდნენ ფილმ „კლეოპატრას“ გადასაღებ მოედანზე. იმ მომენტისთვის ორივე მათგანი ქორწინებაში იმყოფებოდა, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ გრძნობები დაემალათ და ჩუმად შეხვედროდნენ ერთმანეთს, თუმცა საიდუმლომ დიდხანს არ გასტანა. ისინი პაპარაცებმა მაშინ გამოიჭირეს, როდესაც ერთად ისვენებდნენ პორტო-სანტო-სტეფანოს ვილაზე. ფოტო გადაღებულია 1962 წლის 25 ივნისს.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანის პირველი ფოტო მტკიცებულება

სწორედ ამ ფოტომ გაამყარა ჭორები ჯოლისა და პიტის რომანის შესახებ. ერთ-ერთმა გამოცემამ კი პაპარაცს 500 ათასი დოლარი გადაუხადა ამ კადრში.

ნასვამი ვიქტორია ბექჰემის მარცხი

ფოტო გადაღებულია ვიქტორია ბექჰემის პირველი ბუტიკის გახსნის წვეულებაზე, სადაც დიზაინერს ზედმეტი მოუვიდა სპირტიანი სასმლის დალევა და შარდიც ვეღარ შეიკავა. ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ ვარსკვლავური წყვილი ამტკიცებდა, რომ ეს შარდი არ იყო და ვიქტორიას სასმელი გადაესხა შარვალზე.

პერის ჰილტონის საცვლების გარეშე

ეს ფოტო სენ-ტროპეს ერთ-ერთ ღამის კლუბშია გადაღებული. პერის ჰილტონი ისე დათვრა, რომ ვერ მიხვდა, როდის გაიხადა ტანსაცმელი და საცვლები

ნასვამი პამელა ანდერსონი

პაპარაცმა ეს ფოტო მაშინ გადაიღო, როდესაც მთვრალი პამელა ანდერსონი ღამის კლუბიდან გამოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვამ სცადა პაპარაცები მოერიდებინა მისგან, ფოტოს გადაღება მაინც შეძლეს.

თუფაქის უკანასკნელი ღამე

როდესაც რეპერი ამ ავტომობილში ჩაჯდა, არც კი უფიქრია იმაზე, რომ სიცოცხლის უკანასკნელ საათს ითვლიდა. სწორედ იმ ღამეს, 1996 წლის 13 სექტემბერს უცნობმა პირმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნა და თუფაქი ადგილზე გარდაიცვალა.

2017 წელს ის ავტომობილი, რომელშიც რეპერი დაცხრილეს, აუქციონზე 1,5 მილიონ დოლარად იყიდებოდა, თუმცა მსურველი არავინ გამოჩნდა.

მერლინ მონროსა და ჯონ კენედის ვნებიანი ღამე

სინამდვილეში ეს ორი ფოტო დადგმულია ერთ-ერთი ფოტო პროექტისთვის.

რეალურად კი ეს ერთადერთი ფოტოა, სადაც ისინი ერთად არიან გადაღებულნი, 1962 წლის 29 მაისს, კენედის დაბადების დღეზე, სადაც მსახიობმა სიმღერით მიულოცა ამერიკის პრეზიდენტს იუბილე.

ჯულია რობერთსს ეპილაციის გაკეტება დაეზარა

არავინ იცის, რატომ გამოცხადდა მსახიობი წითელ ხალიჩაზე ასე მოუწესრიგებელი, იქნებ უბრალოდ დაავიწყდა საკუთარ ვიზუალზე ზრუნვა?

ჯეკ ნიკოლსონი უცნაურად ესალმება პაპარაცებს

ფოტო გადაღებულია 1976 წელს სენ-ტროპეში. როდესაც მსახიობმა ჯეკ ნიკოლსონმა პაპარაცები შენიშნა, გადაწყვიტა უხამსად მისალმებოდა მათ


კომენტარი