სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრედ პიტს სამსახიობო კარიერის მიტოვება უნდა? - ახალი რომანის გამო მსახიობის ცხოვრებაში ცვლილებებია

ცოტა ხნის წინ ამერიკულ ყვითელ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრედ პიტი სამსახიობო კარიერის მიტოვებას გეგმავს. მსახიობი დიდი ხანია არქიტექტურით არის გატაცებული და ამ სფერომ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დააინტერესა.

ჭორების მიხედვით, პიტი როგორც კი ამოწურავს კონტრაქტის ვადას ერთ-ერთ საპროდიუსერო კომპანიასთან, საბოლოოდ დაემშვიდობება არტისტის სტატუსს. ამ გადაწყვეტილებას არა მარტო მის ჰობს, არამედ მის ახალ შეყვარებულს უკავშირებენ - მოარული ხმები ამბობენ, რომ მსახიობი პროფესორ ნერი ოკსმანს ხვდება.

თავად ბრედ პიტმა არც ახალი რომანისა და არც კინოდან წასვლის შესახებ კომენტარი არ გააკეთა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100