სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიმა ბილანის დამ ძმის პირადი ცხოვრების შესახებ საიდუმლო გაამხილა

რუსი მომღერლის დიმა ბილანის დამ საკუთარი ძმის პირადი ცხოვრების დეტალები გაამხილა. დიზაინერი ელენა ბილანი-ზიმინა აცხადებს, რომ დიმა უკვე დიდი ხანია ერთ გოგონას, ინა ანდრეევას ხვდება, რომელიც იოგას ტრენერია:

„ეს გოგო დიდი ხანია დიმასთან ერთად არის. მათი კავშირი დაახლოებით ათი წელია გრძელდება. ინა შორსაა შოუ ბიზნესისგან. წარმოშობით კრასნოდარიდანაა, თუმცა დიდი ხანია მოსკოვში ცხოვრობს“ - ამბობს ელენა.

როგორც ირკვევა, ელენა ბილანი მომღერლის რჩეულთან კარგ დამოკიდებულებაშია. ინა ხშირად აძლევს მას სასარგებლო რჩევებს:

„ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ ერთმანეთთან. მისი ფოტოებიც არა ერთხელ ამიტვირთავს საკუთარ ინსტაგრამზე“.

როგორც ცნობილია, ინამ დიმას დიზაინერი დის საკოლექციო ფოტო სესიაშიც მიიღ მონაწილეობა. თავად მომღერალს კი პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს. მისი ახლობლები კი ელოდებიან, როდის თხოვს ხელს საყვარელს ქალს, თუმცა დიმა ოჯახის შექმნას არ ჩქარობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100