სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"იქნებ ხვალ ჩემი რესპოდენტი გახდეს" - ნახეთ, ვის ეწვია მერსი სულხანიშვილი დღეს

ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი დღეს მზიურში გიგის ეწვია, რომელსაც გუშინ თბილისის მერმა კახი კალაძემ საკუთარი ჯიხური გაუხსნა. მერსი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

"ერთი მაგარი ბიჭის ისტორია ანუ “გიგის წვენი”.

მოვისმინე, რომ კარგია მაგარია თავისით გადაწყვიტა 15 წლის ასაკში ბიზნესი წამოიწყო. შეიძლება ამ პოსტით დიდი ვერაფერი ვერ გითხრათ, იქნებ სულაც ბოლომდე არც ჩაიკითხოთ თქვენ ხომ უკვე ნახეთ უამრავი სტატია, სატელევიზიო გადაცემა...
მზიანი მზიურიანი დღე გუშინდელი პრეზენტაციის შემდეგ, მოსიერნი ხალხი და “გიგის წვენი”. იქნებ ხვალ გიგი ჩემი რესპოდენტი გახდეს, ამიტომ გადავწყვიტე გამეცნო, ჩავისეირნი გამოგიტყდებით და ქალბატონ თათოს (გიგის დედას) ვიცნობდი. მოვიდა ჩემი რიგი და გიგის დედამ ერთმანეთი გაგვაცნო ❤️ ბიჭი, აი არც კი ვიცი როგორ გადმოგცეთ, ბიჭი, რომელიც სულ რაღაც 15 წლის არის როგორი მოსაუბრეა, საქმისადმი მიდგომა არ ვიცი რა ვთქვა, მაშინ როცა 25-30 და უფრო მეტიც არამხოლოდ მშობლებს, არამედ ბებია-ბაბუებს თხოვენ ყოველდღიურ სახარჯო ფულს. მოდით და არ ვთქვათ, რომ ეს ახალგაზრდა არის მაგალითი არამხოლოდ თინეჯერებისთვის. არამედ ყველა იმ ადამიანისთვის ვინც არ იცის რა გააკეთოს, ან როგორ გააკეთოს.
და მაინც მთავარს დაუბრუნდე გიგის, თუკი ბოლო ხანებში ჭკვიან ადამიანს შევხვედრილვარ, რასაც ქვია ჭკვიანს ერთერთი გიგია, რომელთანაც საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა და ამავდროულად აზრების გაცვლა ❤️ ეს ბიჭი ბევრს მიაღწევს დარწმუნებული ვარ მცირე ბიზნესიდან მის სახელსა და გვარს დიდ ბიზნესში ამოვიკითხავთ, მის ბიზნესში კი უამრავ ადამიანს ვიხილავთ დასაქმებულს პ.ს გიგიმ უკვე ერთი ქალბატონი დაასაქმა" - წერს მერსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100