უკვე ცნობილი გახდა, სად გაატარებენ თაფლობის თვეს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

ბრიტანეთის სამეფო ქორწილი მიმდინარე წლის 19 მაისს არის დაგეგმილი. მანამდე კი პრესა აქტიურ ფაზაში ცდილობს წყვილის ყველა საქორწინო დეტალის გაგებას: როგორი იქნება პატარძლის კაბა, რამდენი იქნება სტუმრების რაოდენობა და ვინები იქნებიან ისინი, დაიდება თუ არა საქორწინო კონტრაქტი და ა.შ.

ჟურნალისტებმა მოახერხეს და გაიგეს, თუ სად გაატარებს სამეფო წყვილი თაფლობის თვეს. სულ რამდენიმე ადგილი შეირჩა, მათ შორის კი კარიბის კუნძლები, ფილკიპინები და ნამიბია მოხვდა. როგორც პრესა იტყობინება, პრინცის სახელზე სხვადასხვა სასტუმროებია დაჯავშნილი აღნიშნულ ადგილებში. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისიც გაარკვია, თუ რომელ სასტუმროში გაჩერდება წყვილი ნამიბიაში - ეს არის Hoanib Valley Camp და აქ გატარებული ერთი ღამე 710 $ ჯდება.

კომენტარი