ანუკი არეშიძის ძალიან თბილი დაბადების დღის მილოცვა კახა კალაძეს

გუშინ თილისის მერი კახა კალაძე იუბილარი იყო. მისმა მეუღლემ კახას ცოტა მოგვიანებით მიულოცა დაბადების დღე. ანუკი არეშიძემ კალაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და აი რა დაწერა საყვარელ მეუღლეზე:

„უბრალოდ სიტყვები საკმარისი არ არის ჩემი შენდამი სიყვარულის გამოსახატავად. მე გამიმართლა და მომეცა შანსი, ჩემი ცხოვრება გავატარო ისეთ მამაკაცთან და ოჯახთან, რომელზეც მუდამ ვოცნებობდი. უფრო და უფრო საინტერესოა, როდესაც ერთად ვაკეთებთ ყველაფერს, ერთნაირად ვგრძნობთ და ასე სიყვარულით ვუჭერთ მხარს ერთმანეთს. მე ამ მხარდაჭერას, ყოველდღე, სულ სუფრო მეტად ვგრძნობ. ის არის მამაკაცი, რომელიც ჩემს ცხოვრებას უფრო ძლიერს და უკეთესს ხდის. დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო. მიყვარხარ“

კომენტარი