ჰყავს თუ არა კიდევ ერთი შვილი ქეთას შეყვარებულს? - გუფის ყოფილი ცოლის კომენტარი

დაპირისპირება რუსულ შოუ ბიზნესში - რეპერმა პტახმა (დავიდ ნურიევი) ყოფილ მეგობარზე რეპერ გუფზე განაცხადა, რომ მას სემის გარდა კიდევ ერთი უფროსი ვაჟი ჰყავს, რომლის შესახებაც არავინ იცის. გუფის ყოფილი ცოლი აიზა ანჰოინა (წყვილი 2008-2013 წლებში ცხოვრობდა ერთად, მათ საერთო ვაჟი ჰყავთ) აცხადებს, რომ მეორე ბავშვი მას არ ეხება, რადგან ის მათ შეხვედრამდე დაიბადა:

„ნანახი მყავს ბავშვი და ის ძალიან ჰგავს მამას, თუმცა მამა ამ შემთხვევაში გუფი არაა“

როგორც აიზა აცხადებს, ბავშვის დედა გუფის ყოფილი მეგობარია, თუმცა რეპერი მისი ბიოლოგიური მამა არ არის. რამდენიმე წლის წინ გოგონამ, რომელსაც მეუღლე ჰყავდა, მოულოდნელად განაცხადა, რომ მისი შვილის მამა რეპერი გუფი იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ მომღერალმა დნმ-ის ტესტი გაიკეთა და აღმოჩნდა, რომ ქალს შვილი საკუთარი მეუღლისგან ჰყავდა.

შეგახსენებთ, რომ რეპერები გუფი და პტახა 2 წელზე მეტია ერთმანეთს ემტერებიან, მას შემდეგ, რაც ჯგუფი Centr დაიშალა. ჭორები დადიოდა, რომ მათი დაშლის მიზეზი გუფის პრეტენზიები იყო პტახის მიმართ, ასე მაგალითად ალექსეი დევიდისგან სიმღერის ტექსტების ზეპირად ცოდნას მოითხოვდა. ამის შემდეგ მათ სოლო კარიერა დაიწყეს. გასული წლის სექტემბერში პტახამ გუფი რეპის რინგზე გამოიწვია, რომელიც 2018 წლის 6 თებერვალს გაიმართა.

კომენტარი