ლევან ჯიბღაშვილი ყოფილ შეყვარებულს შეურიგდა?

გამოცემა Primetime მსახიობ ლევან ჯიბღაშვილზე ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ანონიმური წყაროსგან მოიპოვა. Primetime- ცნობით, ლევანი პირველ შეყვარებულს, სალომე სულხანიშვილს შეურიგდა, რომელთანაც წლების წინ ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან:


"30 იანვარს ლევანი 30 წლის გახდა. ოქროს დაბადების დღეზე მსახობმა „ოტიუმში“ შეკრებილ სტუმრებს საცოლე გააცნო. გოგონა მსახიობის პირველი სიყვარული ყოფილა. სალომე სულხანიშვილი თბილისსა და ბათუმში არსებული „აკვა პარკების“ ქსელის მფლობელის, აკაკი სულხანიშვილის, იგივე ფეფეს ქალიშვილი გახლავთ. ლევანსა და სალომეს ერთმენეთი ბავშვობაში შეუყვარდათ. მერე მათ შორის შავმა კატამ გაირბინა. სალომე გათხოვდა, მაგრამ ქორწინება უიღბლო გამოდგა და ძალიან მალე ოჯახი დაინგრა. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ოჯახთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა. ამასობაში ლევანი ცნობილი მსახიობი და ბიზნესმენი გახდა. არაერთი გახმაურებული რომანის მიუხედავად დღეს ისევ სასურველ სასიძოდ რჩება.

სალომეს განათლება მოსკოვში აქვს მიღებული. პროფესიით იურისტი გახლავთ და როგორც შევიტყვეთ თავისი ბიზნესებიც აქვს.

როგორც წყარომ გაგვიმხილა, ლევანსა და სალომეს შორის სიყვარულის ძაფები მუდმივად იყო გაბმული. შედეგმაც არ დააყოვნა. ლევანი თბილისში ბინის რემონტს ასრულებს და ქორწილიც მალე იქნება.


წყარო: "ლევანსა და სალომეს ერთმენეთი ბავშვობაში შეუყვარდათ. მერე მათ შორის შავმა კატამ გაირბინა. სალომე გათხოვდა, მაგრამ ქორწინება უიღბლო გამოდგა და ძალიან მალე ოჯახი დაინგრა. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ოჯახთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა. ამასობაში ლევანი ცნობილი მსახიობი და ბიზნესმენი გახდა. არაერთი გახმაურებული რომანის მიუხედავად დღეს ისევ სასურველ სასიძოდ რჩება".

სალომეს განათლება მოსკოვში აქვს მიღებული. პროფესიით იურისტი გახლავთ და როგორც შევიტყვეთ თავისი ბიზნესებიც აქვს.

როგორც წყარომ გაგვიმხილა, ლევანსა და სალომეს შორის სიყვარულის ძაფები მუდმივად იყო გაბმული. შედეგმაც არ დააყოვნა. ლევანი თბილისში ბინის რემონტს ასრულებს და ქორწილიც მალე იქნება.

წყარო: Primetime.ge

კომენტარი