სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სიყვარული ცაშია" - ნახეთ რას აქვეყნებენ ქეთა და გუფი ტაილანდიდან

ქეთა თოფურია მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად ტაილანდში ისვენებს. მომღერალს კუნძულზე შვილიც თან ჰყავს. მართალია, ქეთა და რეპერი გუფი ფოტოებში ერთად არ ჩნდებიან, თუმცა ორივე, ცალკ-ცალკე, ერთსა და იმავე ადგილებიდან გადაღებულ ვიდეოებს ავრცელებს. "ა სტუდიოს" სოლისტმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მამაკაცის ხელი ჩანს. ამავდროულად, ფოტოს ნახევარი, წარწერით "სიყვარული ცაშია", განათავსა ინსტაგრამზე გუფიმაც. ფოტოების შეერთებით ნათელი ხდება, რომ მათ ეს სურათი ერთად გადაიღეს და თანაც ერთმანეთს უყურებენ. ფაქტია, რომ წყვილი ერთად თავს მშვენივრად გრძნობს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100