ასე ულოცავს დაბადების დღეს შალვა ნათელაშვილის ქალიშვილს პოლიტიკოსის ცოლი

ასე ულოცავს დაბადების დღეს შალვა ნათელაშვილის ქალიშვილს, დაკო ნათელაშვილს პოლიტიკოსის ცოლი ბელა ალანია:

ცხოვრობს თბილისში ერთი გოგო, თავის შექმნილ, სიკეთით სავსე სამყაროში...
ის ბუზებს არ ჰკლავს, ფანჯარას აღებს და გარეთ უშვებს;
დასცქერის ჭიანჭველებს და თუ დიდი ტვირთმზიდი დაინახა, ნემსის წვერით ეხმარება;
ზოგჯერ ტირის, როცა პეპელას ფრთამოტეხილს ხედავს;
აპურებს ჩიტებს, დასდევს ფისოებს და ძაღლებს;
სულ ცას შესცქერის, თუმცა ვარსკვლავი გულზე აბნევია...
მზეგოგო ხატავს, წერს, აქანდაკებს, ძერწავს, არის ფილოსოფოსი და ახლა ეკოლოგიაზე სწავლობს, იმიტომ რომ უყვარს ბუნება.
მე კი მიხარია, რომ ასეთი გოგო მე გავაჩინე, 10 იანვარს, სამშაბათს, იმ დღესაც არ იყო თოვლი, არც ქარბუქი...
ამ ფისოგოგოს ჰქვია დაკო და ის დღეს იუბილარია.
გილოცავ და გილოცავ დე.

კომენტარი