"უკვდავია ჩვენი სიყვარული" - ეკა ყურშიტაშვილმა შეყვარებულს პოსტი მიუძღვნა

"უკვდავია ჩვენი სიყვარული და უსასრულო ჩვენი ერთად ყოფნა", - წერს ეკა ყურშიტაშვილი. სავარაუდოდ პოსტი მან შეყვარებულს მიუძღვნა. პირად ურთიერთობებზე ეკა არ საუბრობს. ამბობს, რომ ეშინია თვალი არ ეცეს. თუმცა, როგორც "დრონი.ჯი"-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მისი შეყვარებული ბიზნესის გამო საქართველოში არ იმყოფება. "ბოლო ათ თვეში სამჯერ მომიწია ნახვა. მეგობრების წრეში გავიცანი, მისმა ძმაკაცებმა გამაცნეს. ზომიერად მკაცრია. ჩაცმის მხრივ არ აქვს პრობლემა, უბრალოდ სადმე თუ მივდივარ და ვინმე დამეკონტაქტება ეს არ სიამოვნებს", - აღნიშნა ყურშიტაშვილმა.

კომენტარი