სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ახალ არჩეული თბილისის მერის მეუღლე კონკურენციას უწევს ბრიჯიტსა და მელანიას“ - ნახეთ, რას წერს რუსული პრესა ანუკი არეშიძის შესახებ

რუსული პრესა თბილისის ახალი მერის კახი კალაძისა და მისი მეუღლის ანუკი არეშიძის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომლის თარგმანსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

„ერთ კვირაზე ცოტა მეტი გავიდა, რაც თბილისს არჩევნების შედეგად ახალი მერი ჰყავს - ყოფილი ფეხბურთელი და ენერგეტიკის მინისტრი კახაბერ კალაძე. სოციალურ ქსელში მისი მეუღლის სილამაზეზე ბევრს საუბრობენ. რაც შეეხება მის განსაკუთრებულ სტილს, ეს ჩაცმულობა მიმზიდველ და თანამედროვე პოლიტიკოსად აქცევს კალაძეს, მის ვიზუალზე ლაპარაკი კი უადგილო იქნება, რადგან სილამაზეს თუ შევეხებით, კახის მეუღლეზე უნდა ვისაუბროთ.

თბილისის ახალ არჩეული მერის მეუღლე სტილითა და ჩაცმულობით მელანია ტრამპისა და ბრიჯიტ მაკრონის კონკურენტად მოიაზრება. რატომ? - ამას ახლავე მოგახსენებთ

ანუკი არეშიძე

სინამდვილეში, ანუკი დიდი ხანია ცნობილია. ის „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავეა, მოდელი, დიზაინერი, რომელმაც საკუთარი ბრენდი Anouki. აქვს მოდის ჩვენებები თბილისში, კიევსა და მილანში. ზრდის სამ შვილს და დღითი დღე ვითარდება.

ინტერნეტის მომხმარებლების აზრით კი ანუკი კონკურენციას უწევს ამერიკისა და საფრანგეთის პირველ ქალბატონებს. ის მოდის ტენდენციებში კარგად ერკვევა და საკუთარი ხაზიც აქვს. მისი შექმნილი სამოსი შეგიძლიათ პარიზისა და მილანის მოდის კვირეულებზე სხვა ცნობილი დიზაინერების გვერდით იხილოთ.

როდესაც საქმე აქსესუარებსა და სამოსს ეხება, ანუკი ნამდვილი ექსპერიმენტი ხდება ამ საკითხში. ყველანაირი სტილის სამოსს ძალიან გემოვნებით არჩევს და მოხდენილად იცვამს.

ანუკისა და კახის სამი მშვენიერი ვაჟი ჰყავთ - ლევანი, კახაბერი და ვაჩე, რომლებსაც დიზაინერი ზრდის და ძიძების მთელი არმია არ სჭირდება.

„მსიამოვნებს ოცნება იმ დროზე, როდესაც კახი პენსიაზე გავა, ჩვენ გვექნება დიდი სახლი ქალაქგარეთ, მევენახეობით ვიქნებით დაკავებული, მთელ დროს მხოლოდ ერთმანეთსა და უამრავი შვილიშვილების აღზრდას დავუთმობთ“ - აღნიშნავს ანუკი“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100