სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თოშა ქებურია ახლად მოყვანილ ცოლთან ყაზბეგში

თოშა ქებურია და ქეთი ზღენტი ყაზბეგში იმყოფებიან. წყვილი გერგეთზე იყო ასული. ქებურია და ჟღენტი 15 ოქტომბერს დაქორწინდნენ. ქორწილი თორნიკეს სასტუმროში, კაჭრეთის ამბასადორში შედგა. წყვილისთვის საღამოზე სპეციალურად ჩამოყვანილი იყო რუსი მომღერალი იოლკა, ასევე იმღერეს აჩი ფურცელაძემ, ჯგუფმა "მგზავრებმა". ქორწილში იყვნენ ქეთის მეგობრები მოდელი თაკო ნაცვლიშვილი და სოსო ფხაკაძის სარძლო, კაწია ასათიანი.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი მილიონერი თორნიკე, იგივე თოშა ქებურია აგვისტოში დაინიშნა. თორნიკეს რჩეული მოდელი ქეთი ჟღენტია. ნიშნობის ამსახველი ფოტო 19 წლის მოდელმა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, Instagram -ის გვერდზე თავადვე გამოაქვეყნა.

თოშა მილიონერი ბიზნესმენის ბუბა ქებურიას ვაჟია. მან პირველად ყურადღება მისი სპორტისადმი, კერძოდ კი რბოლის სიყვარულით მიიქცია. ქებურიას არაერთ მოტორბოლაში მიუღია მონაწილეობა. ცნობილია ასევე, მისი მოტოციკლეტებისა და ავტომობილების გატაცებითაც. ამის შემდეგ, თორნიკესადმი ინტერესი მისი პირადი ცხოვრების გამო გამძაფრდა. სიმპათიური ბიჭი ქრისტინე იმედაძეს რამდენიმე წელი ხვდებოდა. წყვილი ურთიერთობას არ ასაჯაროვებდა, თუმცა დამალვა ვეღარ შეძლეს. მომღერალთან დაშორების შემდეგ, სასურველი სასიძო ქეთი ჟღენტზე მალევე დაინიშნა. თოშამ ქეთის ხელი საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე თხოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100