სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაალ უდუმაშვილი: "ეს არის სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება, ამას არ მოითმენს თბილისი"

ეს არის სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება, ამას არ მოითმენს თბილისი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
„ისევ ისეთი მარაზმი ხდება, რაც თბილისის მერიასთან მოხდა. ქუჩაში დგომის საშუალებასაც არ გვაძლევენ. არ მივცემთ უფლებას უკანონო გადაწყვეტილება აღასრულონ. ეს ტერიტორია უნდა დარჩეს თბილისს. 16:00 საათზე დაიწყება ჩვენი ძალიან ხმამაღალი პროტესტი ამ უკანონობის მიმართ. ეს არის სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება. ამას არ მოითმენს თბილისი. პირობას ვაძლევთ, რომ ამაზე მეტი ადამიანი გამოვა. ჩვენი იარაღი ხმამაღალი პროტესტია და ბოლომდე გამოვიყენებთ ყველა კანონიერ უფლებას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100