სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟურნალი ELLE ფილმ „მძევლების“ შესახებ წერს და მის მსახიობებთან ინტერვიუს აქვეყნებს

ჟურნალმა ELLE-მ რეზო გიგინეიშვილის ფილმის „მძევლების“ შესახებ სტატია დაწერა და მისი მსახიობების, ირაკლი კვირიკაძისა და თინა დალაქიშვილის ბლიც ინტერვიუებს დიდი ადგილი დაუთმო.

დრონი.ჯი გთავაზობთ მთლიანი სტატიისა და ინტერვიუების თარგმანს, რომელიც მსახიობებისა და ფილმის შესახებ დეტაურ ინფორმაციას იძლევა.

„ფილმის ოფიციალურ პრემიერამდე მოსული დიდი წარმატება - რეჟისორ რეზო გიგინეიშვილს ასეთი რამ დიდი ხანია არ განუცდია. ბანალური სარეკლამო ფრაზები „თქვენ აქამდე მსგავსი არაფერი გინახავთ“ და „ეს უნიკალური ისტორია აქამდე ჯერ არავის გადაუღია“ რეალურად ამართლებს თავის შინაარსს. რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი, რომელიც აქამდე ცნობილი იყო მსუბუქი მელოდრამებით, თავისი ნამუშევრით აოცებს ცნობილ კინოკრიტიკოსებს, ხოლო ამერიკული არხი HBO ოფიციალურად ყიდულობს „მძევლების“ ტელე ეკრანზე გაშვების უფლებას.

გთავაზობთ ინტერვიუს მთავარი გმირების როლის შემსრულებლებთან:

ირაკლი კვირიკაძე (ნიკა)

ფილმის შესახებ:

მე მას შემდეგ გავიგე, რომ ნიკას როლს ვერგებოდი, რაც: ვესაუბრე იმ ადამიანებს, ვინც თავად ისტორიის რეალურ გმირს იცნობდა. ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ მას ვგავდი.

ფილმზე მუშაობამ: შემძინა დიდი ოჯახი და ამაში დიდ როლს რეზო თამაშობს.

გადაღებებზე: თავს ერთდროულად უბედნიერესად და განადგურებულად ვგრძნოდბი.

რეზო ის ადამიანია, რომელიც: შეუმჩნევლად აღმოგაჩენინებს საკუთარ თავში იმ თვისებებს, რომლის არსებობის შესახებაც აქამდე არ იცოდი. ის შესანიშნავი მეგობარია და მასთან თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ ოჯახის წევრთან.

ამ ფილმის ნახვის შემდეგ თქვენ მიხვდებით, რომ: ნებისმიერი სახის თავისუფლებას ძალიან დიდი ფასი ადევს.

ეწვიეთ საქართველოს, რათა: მოუსმინოთ საოცარ მუსიკას და გაიცნოთ უამრავი ნიჭიერი ადამიანი. ვფიქრობ, ქართველები ძალიან მაგარი ერია.

მთავარი, რაც გადამღები ჯგუფისგან ვისწავლე: მივეხმარო მათ, ვისაც ეს სჭირდება.

საკუთარ თავზე:

სულ ცოტა ხნის წინ: განგსტერის როლზე მივიღე შემოთავაზება.

ბავშვობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ: მასწავლებლები ტუალეტში არ დადიოდნენ.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო მომენტი არის: ის, რომ ჩემს უმცროს დას სიგიჟემდე ვუყვარვარ და ჩემით ამაყობს.

ყველაზე მეტად ვნერვიულობ: იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან მიყვარს, თუნდაც მათთან ხშირად არ მქონდეს კონტაქტი.

კარგი ადამიანი არის ის: ვინც სიკეთეს აკეთებს ჩუმად და შეუმჩნევლად.

სუპერ შესაძლებლობა, რომელოსაც ვისურვებდი რომ გამაჩნდეს: არის ტელეკინეზი.

სოციალური ქსელი ჩემთვის არის: სულელური ჩვევა.

აღფრთოვანებული ვარ იმ ადამიანებით: ვისაც არ ეშინია სირთულის და არასდროს ნებდება.

პატარა ირაკლის რომ შევხვდე: მაგრად ვაკოცებდი და ვეტყოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

თინათინ დალაქიშვილი (ანა)

ფილმის შესახებ:

ამ ფილმზე მუშაობა ჩემთვის: უდიდესი გამოცდილება და ბედნიერება იყო.

მუშაობის პროცესში ყველაზე დიდი სირთულე იყო: გავმკლავებოდი უდიდეს შინაგან სტრესს.

რეზო ის ადამიანია, რომელიც: ყოველთვის გეხმარება მიზნის მიღწევაში.

ჩემი გმირი: რაღაცით მგავს მე.

იმიტომ ამარჩიეს ამ როლზე, რომ: ალბათ ყველაზე მეტად მსურდა ამ გმირის თამაში.

გადაღებების დროს მე: იშვიათად ვხედავდი ჩემს ოჯახსა და მეგობრებს. მთელი გადამღები ჯგუფი გარე სამყაროსგან მოწყვეტილად ვცხოვრობდით.

იმედი მაქვს, რომ ამ ფილმის ნახვის შემდეგ: მიხვდებიან, არანაირი თავისუფლება არ ღირს ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასადაც კი.

გადაღებების დრო მინდოდა, რომ: მალე დამთავრებულიყო გადაღების პროცესი. გულახდილი ვიქნები, ეს ძალიან რთული იყო, თუმცა უკვე დასასრულისკენ რომ მივდიოდით, ჩემში სიცარიელე ისადგურებდა.

საქართველო ჩემთვის არის: სახლი და ოჯახი, რომელზეც უნდა ვიზრუნო.

ნებისმიერი კინო პროექტის წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ: ადამიანები, რომლებიც მასზე მუშაობენ, სერიოზულად და გულისყურით ეკიდებიან თავიანთ საქმეს.

საკუთარ თავზე:

ადამიანი, რომელიც ცუდად მიცნობს: უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ჩემი სიფრთხილე უყურადღებობაში არ ჩამითვალოს.

მე ვამაყობ, რომ: ადამიანებთან ურთიერთობაში მოთმინების უნარი გამოვიმუშავე.

ჩემი სტილი: შეესაბამება განწყობას, რომელიც იმ მომენტისთვის მაქვს.

სილამაზე: უდიდესი, მშვენიერი ძალაა, რომელიც დროებითია.

მაღიზიანებს: გადამეტებული ყურადღება.

სოციალური ქსელი ჩემთვის: გამოხატვის ყველაზე მოსახერხებელი ფორმაა.

მჯერა: ზეციდან მოვლენილი ნიშნების.

აღფრთოვანებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც: საკუთარი საქმიანობის შესახებ აღტაცებით საუბრობენ. ვგიჟდები ასეთ ადამიანებზე.

ყველაზე ხშირად მეკითხებიან: თუ რა ფერის არის ჩემი ბუნებრივი თმა.

ყველაზე დიდი გაკვეთილი, რომელიც ბავშვობამ მასწავლა: არასდროს ენდო უცხოს.

პატარა თინას რომ შევხვდე, ვეტყვი, რომ: ყველაფერი ცუდი წარმავალია და არასდროს შეეშინდეს რაიმესი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100