სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე ულოცავს ქეთა თოფურია მიმი შელიას დაბადების დღეს

მიმი შელინი დღეს იუბილარია. გოგონა, რომელსაც ირინა შეიკს ამსგავსებენ, 25 წლის გახდა. მიმი "ა სტუდიოს" სოლისტის, ქეთა თოფურიას დაქალია. გოგონები უმეტეს დროს ერთად ატარებენ, მათ შორის საზაფხულო არდადეგებსაც. "დაბადების დღეს გილოცავ დაო", - წერს ქეთა და შელიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

მირანდა შელია, რომელსაც სოციალური ქსელი მიმი შელინად იცნობს, მოსკოვში მცხოვრები ქართული წარმოშობის მოდელია. მიმიმ სახელი ინსტაგრამით გაითქვა. გოგონას ამჟამად 506 ათასი გამომწერი ჰყავს.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მირანდას მეუღლე ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჭანტურია იყო. მათ ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს, 2013 წელს კი იქორწინეს. მაგრამ წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს. როგორც შელია ეკა ხოფერიას შოუში იხსენებდა, ფეხბურთელმა მას ბევრი ცუდი გაუკეთა.

ამის შემდეგ მიმის სახელი ცნობილ რუს ფეხბურთელს დაუკავშირდა. რუსული მედია აქტიურად განიხილავდა შელიასა და ფიოდარ სმოლოვის რომანს. თუმცა, ამჯერადაც წყვილის ურთიერთობამ ცოტახანს გასტანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100