სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი გოგონების თურქი გულთამპყრობელები ახალ სერიალში ერთად ითამაშებენ

ჩაღათაი ულუსოი და კივანჩ ტატლიტუგი ახალ სერიალში ერთად მიიღებენ მონაწილეობას. დეტალები უცნობია, თუმცა ინფორმაცია ჩაღათაიმ უკვე დაადასტურა და ვიდეო გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მაყურებელი თურქ მსახიობებს სხვადასხვა სერიალებიდან იცნობს. ულუსოის მონაწილეობით სერიალი "ძმა" დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჩაღათაი ულუსოი ბოსნიელი და ბულგარელი მშობლების შვილია. 27 წლის მსახიობმა კარიერა მოდელობით დაიწყო. 2010 წელს თურქეთის საუკეთესო მოდელის ტიტული მოიპოვა და სწორედ აქედან გაიხსნა მისთვის კინობიზნესის კარი. ჩაღათაი თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლება და უამრავი თაყვანისმცემლები ჰყავს. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ინტერნეტში არაერთ გოგონაზე წერენ, რომელსაც მსახიობი ხვდებოდა. თუმცა, მათგან ყველაზე ცნობილი სერენაი სარიქაია იყო. სერიალ "ძმის" გადაღებებზე კი ჩაღათაიმ დუიგუ სარიშინი გაიცნო, რომელიც პოლიციელის როლს ასრულებს. როგორც ცნობილია, თურქი მსახიობის ახალი გატაცება სწორედ ისაა.

რაც შეეხება კივანჩ ტატლიტუგს, ულუსოის მსგავსად, მანაც კარიერა მოდელობით დაიწყო. კივანჩი თრქეთის საუკეთესო მოდელად 2002 წელს დაასახელეს, რასაც მალე მოყვა როლები სერიალებში. იგი ასევე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მოდელი და მსახიობია. 33 წლის კივანჩი ამჟამად დაქორწინებულია. არაერთი რომანის შემდეგ მან არჩევანი 47 წლის მოდის დიზაინერზე შეაჩერა და 2016 წელს 13 წლით უფროს ბაშაქ დიზერზე იქორწინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100