სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრიშტიანუ რონალდუს დედა ტყუპი შვილიშვილების ფოტოებს აქვეყნებს - ფეხბურთელი მეოთხე შვილს ელოდება

ივნისში კრიშტიანუ რონალდუ მეორე გახდა მამა: სამყაროს ტყუპები ევა და მატეო მოევლინენ, რომლებიც ფეხბურთელს სუროგატი დედისგან შეეძინა.

გუშინ, რონალდუს დედამ, მარია დოლორეს დოს სანტოს ავიროიმ, წამოზრდილი შვილიშვილების ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოში, ტყუპებს საწოლში სძინავთ.

გარდა ევასა და მატეოსა, კრიშტიანუს უფროსი ვაჟი ჰყავს - კრიშტიანუ რონალდუ, უმცროსი. ბიჭი 2010 წლის 17 ივნისს დაიბადა, ასევე სუროგატი დედისგან. როგორც ფეხბურთელმა არაერთხელ განაცხადა, ის არ აპირებს გაამჟღავნის მისი შვილის დედის ვინაობა.

შეგახსენებთ, რომ მალე რონალდოს კიდევ ერთი შვილი შეეძინება: სპორტსმენის საყვარელი გოგო ჯორჯინა როდრიგესი ფეხმძიმედაა. მედიის ცნობით, მოდელი გოგონას ელოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100