"ლევან ჯიბღაშვილისა და ნინიკო ნაცარიშვილის დაშორების მიზეზი ბათუმელი გოგონაა, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება"

ლევან ჯიბღაშვილისა და ნინიკო ნაცარიშვილის დაშორების უამრავ მიზეზზე დაიწერა და ითქვა, მათ შორის დრონი.ჯი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც თურქი ბიზნესმენის შესახებ დაწერა, იმ ბიზნესმენის, რომლის გამოც ნინიკომ ლევანი მიატოვა.

თუმცა რამდენიმე დღეა ჩვენს რედაქციას ანონიმური წყარო უკავშირდება და ამბობს, რომ წყვილის დაშორების ზუსტი მიზეზი იცის. თავიდან არ დავუჯერეთ, თუმცა წყარო ყოველდღიურად გვწერდა და ბოლოს ფოტოც გამოგვიგზავნა, რომელზეც ლევან ჯიბღაშილი უცნობ გოგონასთან ერთად არის გადაღებული. აი რა ინფორმაცია მოგვაწოდა ანონიმ წყარომ:

„ლევანისა და ნინიკოს ნამდვილი დაშორების მიზეზი ბათუმელი გოგონაა, რომელიც ახლა მოსკოვში იმყოფება. მოგეხსენებათ, ლევანი რამდენიმე ხნის წინ მინსკში იყო ჩასული, მიზეზი კი ეს გოგონა იყო, რომელთანაც ფარული რომანი ჰქონდა. სწორედ ეს გახდა ნინიკო ნაცარიშვილთან დაშორების მიზეზი და არავითარი თურქი ბიზნესმენი არ ყოფილა“.

შეგახსენებთ, რომ ნინიკოსა და ლევანის დაშორების ამბავი ყველასთვის მოულოდნელი იყო. ამ დრომდე არცერთს, ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება ნინიკო ნაცარიშვილის შესაძლო გათხოვებას თურქ ბიზნესმენზე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან გოგონა საქართველოშია და ეროვნულ გამოცდებზეც იყო გასული.

ნინიკომ სკოლა წელს დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას საქართველოში გეგმავს, ამის შესახებ ნინიკო დედამ სოციალურ ქსელში დაწერა.

კომენტარი