ლედი გაგა ჩუმად აპირებს დაქორწინებას

მომღერალი ლედი გაგა უკვე აღარ მალავს თავის ახალ ურთიერთობას აგენტ კრისტიან კარინოსთან. მართალია, საკუთარი გრძნობების შესახებ არ საუბრობს, თუმცა განსაკუთრებულ სიყვარულს ქცევებით გამოხატავს პარტნიორთან. ინტერნეტში უამრავი ფოტოა, სადაც გაგა კრისტიანს კოცნის და ეხუტება.

ამერიკული ყვითელი პრესა ირწმუნებოდა, რომ მათი ურთიერთობა იმაზე სერიოზულია, ვიდრე ამას ვინმე მოელოდა. სულ ცოტა ხნის წინ კი გამოცემამ Life&Style წყვილის დაოჯახება დააანონსა და აღნიშნა, რომ 31 წლის ლედი გაგა მზადაა 49 წლის კრისტიანთან ოჯახი შექმნას.

სანდო წყარო ჟურნალისტებთან საუბრობს, რომ წყვილი ყველაფერს ძალიან უხმაუროდ და მოკრძალებულად გააკეთებს და მათ ეს უკვე დიდი ხანია გეგმაში აქვთ, შესაბამისად, ქორწინების თარიღი და ადგილი საიდუმლოდ რჩება.

კომენტარი