ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესის დაბრუნებას გეგმავს

მას შემდეგ, რაც ყვითელ პრესაში ალექს როდრიგესისა და მისი ყოფილ გოგოსთან ონლაინ ურთიერთობის შესახებ დაიწერა, სანდო წყარომ ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჯენიფერ ლოპესი ამ ამბავს მშვიდად შეხვდა და არ აპირებს ეჭვიანი ყოფილის ისტორიის დაჯერებას. სინამდვილეში კი მომღერლის სიმშვიდის მიზეზი ბენ აფლეკია.

ლოპესი და აფლეკი რამდენიმე წლის წინ ერთად ცხოვრობდნენ და დანიშნულებიც იყვნენ. დაშორების შემდეგ კი ორივე მათგანმა შექმნა ოჯახი, შემდეგ დაენგრათ, ჰქონდათ პატარ-პატარა რომანები, თუმცა ერთმენეთთან აღარაფერი აკავშირებდათ. წყარო კი ირწმუნება, რომ ბენი ჯენიფერ გარნერთან დაშორების შემდეგ ლოპესთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. მომღერალი კი ამ გარემოებამ დააბნია, რადგან ძველი გრძნობები ბენის მიმართ ჯერ კიდევ შემორჩა. ანონიმის მტკიცებით, ბენი დარწმუნებულია, რომ ჯენიფერისა და ალექსის სასიყვარულო კავშირი თამაშია პუბლიკის წინაშე. ის არწმუნებდა ყოფილ საცოლეს, რომ ალექსი არ შეეფერებოდა და მზად იყო თავად დალაპარაკებოდა მეტოქეს.

ყოველივე ამის შემდეგ ჯენიფერ ლოპესის წარმომადგენლები პრესასთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ჯენიფერ ლოპესს არავისთვის ანგარიშის გაწევა არ სჭირდება და თვითონ უკეთ იცის რა ან ვინ სურს ცხოვრებაში. ისინი ამტკიცებენ, რომ ლოპესს როდრიგესი უყვარს და არავის გამო არ აპირებს მასზე უარის თქმას.

კომენტარი