"კარგის მსურველებს კი ვისაც ძალიან გაგიხარდათ ჩემი პროექტიდან გამოსვლა, გეტყვით რომ.." - ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვებაზე

ნუცა ბუზალაძემ პარასკევს "ცეკვავენ ვარსკვლავები" დატოვა. მაყურებლის ყველაზე ნაკლები ხმა სწორედ მან აიღო და იაკობ ყუფუნიასთან ერთად პროექტს მიღმა დარჩა. ამასთან დაკავშრებით მომღერალმა პოსტი გამოაქვეყნა:

"მე ვარ უბედნიერესი ადამიანი რომ ამ პროექტში ვმონაწილეობდი, მქონდა საშუალება მეცეკვა ბევრი ლამაზი ცეკვით გამეხარებინა ჩემი გულშემატკივრები და ასევე ახლოს გამეცნო კონკურსანტები, რომლებიც ძალიან მიყვარს და თითოეული თქვენგანი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. მადლობა იაკობ ყუფუნიას, იმისთვის რომ ჩემთან ერთად დაუღალავად შრომობდი.. შენ პირველ რიგში კარგი ადამიანი ხარ და საუკეთესო მოცეკვავე, განსაკუთრებული მადლობა ნოე სულაბერიძესა და ზურა ფანქველაშვილს, იმისთვის რომ დაუშვით პრეცედენტი და მაჩუქეთ ბევრი პოზიტივი ამ პროექტით...
კარგის მსურველებს კი ვისაც ძალიან გაგიხარდათ ჩემი პროექტიდან გამოსვლა, გეტყვით რომ წინ დიდი, გრანდიოზული ამბები გველის თან ძალიან მალე, მადლობა ჩემს გულშემატკივრებს ერთგულებისთვის და გვერდში დგომისთვის... მე არსად წავსულვარ და ბოლომდე თქვენთან ვარ...მიყვარხართ" - წერს ბუზალაძე.

კომენტარი