ფრედი მერკურის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ფრედი მერკური ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფის Queen-ის სოლისტი და ნიჭერი მომღერალი იყო, რომელიც 45 წლის ასაკში, 1991 წელს ბრონქონალური პნევმონიით გარდაიცვალა, რაც შიდსით იყო გამოწვეული.

მერკურის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ Queen-ის გიტარისტმა ბრაიან მეიმ Sunday Times-თან მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა მომღელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სიკვდილის წინა პერიოდში. მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ფრედის შიდსის გამო ფეხები წაერთვა და გაისაძლისი ტკივილის ატანა უწევდა. პ ყველაფერთან ერთად ხმაც დაკარგული ჰქონდა, რადგან მისი ავადმყოფობა პირდაპირ ბრონქებს აწვებოდა.

როგორც ბრაიან მეი აღნიშნავს, ფრედიმ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მეგობარს ანახა ფეხები და შესჩივლა, თუ როგორ კლავდა მისი ტკივილი. ამასთანავე მუსიკოსმა მოუბოდიშა ჯგუფის წევრს იმ შეცდომების გამო, რამაც მისი ჯანმრთელობა და ჯგუფის ბედი უარესობისკენ წაიყვანა. თუმცა ბრაიანმა უთხრა, რომ მხოლოდ მერკურის ჯანმრთელობის გამო წუხდა და სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანი იყო.

ჯგუფის წევრები დღემდე წუხან იმის შესახებ, რომ მომღერალმა ვერ იცოცხლა იმ დრომდე, სანამ შიდსის საწინააღმდეგო წამალს გამოიგონებდნენ. მართალია, მედიკამენტები საბოლოოდ ვერ კურნავს ამ დაავადებას, თუმცა მისი რეგულირება და სიცოცოხლის შენარჩუნება წამლების საშუალებით შესაძლებელია.

კომენტარი