სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ აცდუნა ბერობისთვის მომზადებული მომავალი ქმარი „იქს ფაქტორის“ მონაწილემ

გთავაზობთ ნაწყვეთს ინტერვიუდან „იქს ფაქტორის“ მონაწილესთან, ლელა ჯავახიასთან (იგივე მატილდა ტატალია), რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა.

ლელა, ოჯახი როგორ შექმენით?
– ჩემი მეუღლე ეკლესიაში გავიცანი. ბერობისთვის ემზადებოდა…
და აცდუნეთ?
– (იცინის) ჰო, ამ სიტყვის თქმა არ მინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. მე ვგალობდი ამ ეკლესიაში. სიონშიც ვგალობდი ერთი პერიოდი და ჩვენმა მამაომ მთხოვა, კასპის ერთ-ერთ ეკლესიაში მეგალობა, ერთი კვირით წამიყვანა. ჩემი მეუღლეც იქ დამხვდა, სამონასტრო ცხოვრებისთვის ემზადებოდა. ერთ სახლში მოგვიწია ცხოვრებამ, მამაოს სახლში. უცნაური გაცნობა იყო.
ალბათ, ორივე მალავდით ამ გრძნობას

– არა, ჩემი მეუღლე ჩემზე უფროსია, არც უცდია დამალვა. ერთ თვეში უკვე ხელი მთხოვა. თბილისში რომ დავბრუნდით, დამნიშნა. 30 წლის ვიყავი მაშინ.

ამ ასაკამდე არასდროს გქონიათ მსგავსი გრძნობა?
– თაყვანისმცემლები მყავდა, მეც მქონდა, ალბათ, პატარ-პატარა სიმპათიები… ამას წინათ ჩემს დას ვეუბნებოდი, რომ ჩემი ბავშვობის სიყვარულის დედამ სწორედ სიმღერის გამო დამიწუნა, ეს ჩვენი ოჯახის შესაფერისი არ არის, დადგება და სულ იმღერებსო. ახლა მეცინება, მართალი ყოფილა ის ქალი.
ჭრიჭინას იმიჯი გქონდათ .
– არა, თითქოს არა, მაგრამ ამ ქალმა განჭვრიტა ჩემი მომავალი… ჩემი მეუღლე რომ გავიცანი, ძალიან მალე ასეთი რამ მითხრა, – ან ძალიან მაგარი მსახიობი, ხარ ან ზუსტად ის იდეალური ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებო. 14 წელია, ერთად ვცხოვრობთ და ჯერჯერობით ერთ აზრზე ვართ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100