სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რობი უილიამსმა სურვილი გამოთქვა, ევროვიზია 2017-ზე რუსეთის სახელით იმღეროს

რობი უილიამსისგან ექსცენტრიული ქცევები აღარავის უკვირს, თუმცა მომღერალი ხშირად საკუთარ თავს აჭარბებს ხოლმე და მაინც აოცებს საზოგადოებას. ასე, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში სურვილი გამოთქვა, რომ ევროვიზია 2017-ზე რუსეთის სახელით იმღეროს. ეს ფრაზა მან რუსულ გადაცემაში „Пусть говорят” გააჟღერა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ რუსეთი მსგავს კონკურსებს აქტიურად უჭერს მხარს. მომღერლის სურვილი უამრავმა რუსმა მსმენელმა აიტაცა, უმეტესობა ამაყობს იმით, რომ წლევანდელ ევროვიზიაზე ბრიტანელი მომღერალი მონაწილეობას თუ არ მიიღებს, რუსეთს მაინც უგულშემატკივრებს. უნდა აღინიშნოს, რომ 43 წლის მომღერალი სერიოზულად ფიქრობს ევროვიზიაზე გამოსვლას, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

A post shared by @malakhov007 on

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100