სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერნეტში დევიდ ბექჰემის სკანდალური მიმოწერა გავრცელდა

გამოცემა The Telegraph დევიდ ბექჰემზე სკანდალურ მასალას ავრცელებს, რომელიც ინტერნეტში მოხვედრილ მიმოწერას ეხება. აღნიშნულმა მიმოწერამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგანაც მასში იყო გარკვეულ თემებზე საუბარი, რომელიც ფეხბურთელის რეპუტაციას შეურაცხყოფს. კერძოდ, ის აღნიშნავდა ერთ-ერთ მოსაუბრესთან, რომ ქველმოქმედბას მხოლოდ იმის გამო ეწეოდა, რომ დედოფალს რაინდის ტიტულით დაეჯილდოვებინა. ის ასევე ცუდ სიტყვებს ხმარობდა დიდი ბრიტანეთის ზოგიერთი თანამდებობის პირის მისამართით.ჟურნალმა The Telegraph ასევე გაარკვია, რომ ზემოთ აღნიშნული მიმოწერის გამოსასყიდად ფეხბურთელისგან ერთ მილიონ ევროს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ინტერნეტის საშუალებით გაასაჯაროებდნენ, თუმცა ბექჰემმა თანხის გადახდაზე უარი თქვა და დასახმარებლად პოლიციას მიმართა.დევიდ ბექჰემი ირწმუნება, რომ მიმოწერაში გარკვეული რედაქტირებებია შეტანილი და ტექსტში გამოყენებული ფრაზები მას არ ეკუთვნის. ორგანიზაცია "იუნისეფი" კი ფეხბურთელს უჭერს მხარს და აცხადებს, რომ ბექჰემი ბავშებისთვის ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100